საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ზუსტად იმავეს ფიქრობს, რასაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მან ჟურნალისტი გააკრიტიკა იმის გამო, რომ იკითხა, ზუსტად ისევე ფიქრობდა თუ არა ისიც, როგორც პრემიერ-მინისტრი:
“რას ნიშნავს “მეც”, მე ვარ ამ მთავრობის წევრი, ამ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულია ამ მთავრობაში ვიცე-პრემიერი და, რა თქმა უნდა, მე არ ვარ “ც”. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ, 28 თებერვლის, მთავრობის სხდომაზე გაიმეორა, რომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების გამო, არ აპირებს უკრაინაში ომის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს.














კომენტარები