უკრაინაში ომში დაღუპული საქართველოს მოქალაქე ქართლიდან, სოფელ ბრეძადანაა. სოფელში, სადაც მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა დღეს მიიღეს, დილიდან გლოვაა.
49 წლის ვალერი ჩიჭოშვილი რუსულ აგრესიას ხარკოვის მისადგომებთან ემსხვერპლა. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისედ ჩაეწერა და ამ ფორმით უკრაინული არმიის დახმარებას შეეცადა. ჩიჭოშვილი უკრაინაში საცხოვრებლად 15 წლის წინ წავიდა.
თანასოფლელების ინფორმაციით, ჩიჭოშვილი აფხაზეთის და ასევე სამაჩაბლოს ომების მონაწილეც იყო.
ბრძოლობდა სამაჩაბლოში, ბრძოლობდა აფხაზეთში, როცა ომიანობა იყო. შემდეგ გაადაწყვიტა და წავიდა უკრაინაში. ცხოვრობდა გარკვეული წლები, მეუღლეც უკრაინელი, ხარკოვიდან ჰყავს. ამ შემთხვევის შემდეგ წავიდა მოხალისედ როგორც ყველა უკრაინელი, გვერდზე დაუდგა და მოხდა ასე, რომ ემსხვერპლა ოკუპანტების ტყვიას, – ამბობს თანასოფლელი.














კომენტარები