• რეკლამა
  • კონტაქტი
12:21, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გონივრული და ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, მივაღწიეთ ყველაფერს – ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და სხვა უამრავ პროგრესს – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:08 02-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

„ზედმეტი ემოციები არაფრისმომცემია, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, რამდენიმე მაგალითით ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, თუ რას ნიშნავდა ჩვენთვის რუსეთის ბაზრის გახსნა, რომელზეც სააკაშვილი ომის შემდეგ ყოველ წელს დაჟინებით მუშაობდა, მაგრამ ვერ მიაღწია. 2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში ჯამში ექსპორტირებულია 2 მილიარდი აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია. სხვა პროდუქციის ექსპორტის ჯამური ღირებულება შეადგენს 3 მილიარდ აშშ დოლარს. ეს არის 2,2 მილიონი ტონა პროდუქციის ექსპორტი. ჯამურად, მოგეხსენებათ, ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მილიონი აშშ დოლარი. გახსოვთ, ეს ყველაფერი დაკეტილი იყო და გახსოვთ, როგორ ექცეოდნენ ჩვენს ფერმერებს, მევენახეებს. ქართველ კაცს, საქართველოში, რომელიც ღვინის სამშობლო და აკვანია, ვენახის გაჩეხას აიძულებდნენ. ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წელიწადში 3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო შემოსავლის სახით და 5 მილიონზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში. ნურავის დაგვავიწყდება, რომ 1 მილიონი ქართველი, ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად, საშუალო გადმორიცხვების ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონს შეადგენს. ანუ, ჯამურად, ბოლო წლებში 3 მილიარდი შემოვიდა, რუსეთიდან გადმოირიცხა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ოჯახების, ნათესავების დასახმარებლად და ზოგადად აქ ინვესტიციების განსახორციელებლად. ეს გამოდის 10-12 მილიარდზე მეტი ჯამურად, ბოლო 8 წელიწადში. მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა. ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული ამ პროცესში და ამიტომ, კითხვას ვსვამ, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე, ანუ რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? ეს შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ მაგალითად ფულის გადმორიცხვას, თუ მათ ფინანსურ ოპერაციებს გავურთულებთ და ა.შ. ამიტომ, ზედმეტი ემოციები არაფრისმომცემია, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved