საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, სოციალურ ქსელში აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.
„ვუსმინე ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე.. რა კრემლის პროპაგანდისტული მედიის არხების დაბლოკვა… ღარიბაშვილია საქართველოში კრემლის მთავარი პროპაგანდისტი და პირველ რიგში მას უნდა აეკრძალოს ქვეყნის სახელით ლაპარაკი!“ – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე დღეს იგივე რიტორიკით წარსდგა, რაც წინა კვირას ჰქონდა უკრაინასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ კიევის “დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს, “სანქციებს აზრი არ აქვს” და 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა.














კომენტარები