• რეკლამა
  • კონტაქტი
12:21, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უნდა მოვახერხოთ მოსახლეობაში ბრაზის გაზრდის ხელშეწყობა, ღირსებაზე უნდა დავაჭიროთ“ – „კვირამ“ „ნაცების“ საიდუმლო გეგმა მოიპოვა?!

ალია ავტორი - ალია
13:12 02-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

„კვირასთვის” ხელმისაწვდომი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული, რამდენიმე პუნქტიანი გეგმა, რომელიც 7-10 დღის განმავლობაში პარტიისთვის მთავარ მიზნებს მოიცავს. აღნიშნული მათი მხარდამჭერებისთვის არის განკუთვნილი და უკრაინაში არსებული უმძიმესი რეალობის ფონზე, ქართველ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ ბრაზის გაზრდასა და ქვეყანაში აგრესიის გავრცელებას გულისხმობს.

„კვირა“ ენმ-ის გეგმას, რომელმაც პარტიის ოფისიდან გაჟონა, უცვლელად გთავაზობთ.

მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს:

• მთავრობამ დაკარგოს ლეგიტიმაცია!

• მესიჯი უნდა იყოს: როცა მმართველი ძალა კოლაბორაციონისტულად იქცევა, როცა არ ეხმარება ომში მყოფ უკრაინას, არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ა.შ. ამიტომ, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

• უნდა მოვახერხოთ მოსახლეობაში ბრაზის გაზრდის ხელშეწყობა, ღირსებაზე უნდა დავაჭიროთ.

• მოსახლეობას ყოველ მომენტში (ბანერებით, კლიპებით, აქციაზე მიტანილი ეკრანით) დავანახოთ კავშირი 2008 წლის გორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას და კიევის სისხლის ღვრას შორის. ვიზუალიზაცია უმნიშვნელოვანესია, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლების ლიდერების განცხადებების აუდიოჩანაწერების ფონზე! – ბევრჯერ გავიმეოროთ და ყველას თავში ჩავუბეჭდოთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ომი ერთი ომია და თუ საჭიროა, ამ ომში საქართველოც უნდა ჩაერთოს!

• საპროტესტო აქციებზე კონცერტები და ღონისძიებები გავმართოთ უკრაინის ქოლგის ქვეშ სხვადასხვა არასამთავრობოების და სახალხო მოძრაობების სახელით.

• გაბრაზებული მოსახლეობის თვალში უნდა წარმოვჩინდეთ, როგორც პატრიოტული ძალა. აქციებზე არ გავაკეთოთ ზედმეტი პოლიტიკური განცხადებები, ვისაუბროთ ბრაზზე, რომელიც ხელისუფლების განცხადებებმა გამოიწვია; – ოპოზიცია უნდა გავიდეს პარლამენტიდან (თუ დეკანოიძის ჯგუფს დავარწმუნებთ), რომ ეს ლეგიტიმაციაც ჩამოსცილდეს ქართულ ოცნებას.

• არ გავაკეთოთ განცხადება, რომ რამე უნდა შეიცვალოს ქვეყანაში, რადგან მოსახლეობის თვალში არ იქნეს აღქმული პოლიტიკურ გზავნილად. პატრიოტი, სამშობლოზე მზრუნველი მოქალაქის იმიჯით ვაკეთოთ განცხადებები, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს, რათა საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია.

• კრეატივები ახალგაზრდებისგან: მოსკოვის ბილეთების გაგზავნა ოცნების ლიდერებისთვის, წითელი საღებავები პარტიასთან და სხვა ასეთი რაღაცები თავისთავად კარგი იქნება.

• ხალხში არსებული ბრაზი უფრო უნდა გაღვივდეს და მიიმართოს ხელისუფლებისკენ.

• ირიბად შევეცადოთ, მოსახლეობა დავაჯეროთ, რომ რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ მოახდენს საქართველოში შემოჭრას. ასეთი განცხადებებით მოსახლეობის თვალში ხელისუფლების დისკრედიტაცია და მათი სისუსტის წარმოჩენა უფრო გაადვილდება.

• შესაძლებელია, საპროტესტო აქციებზე საუბარი იყოს მიშას შიმშილობაზეც, რომ მან უნდა შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა და დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას. ეს უნდა გავაშუქოთ ჩვენს მედიებში, მაგრამ არა პირველ „ნიუსად“, რომ არ მოხდეს მოსახლეობის გაღიზიანება. ზოგადად უნდა მოვახერხოთ პროტესტის და ამ თემის გამიჯვნა/დისტანცირება ჩვენთან არაასოცირებული ახალგაზრდა ადამიანებით.

• ეს მინიმუმია, რაც შედეგისთვის საჭიროა. თუ ამ ყველაფერს განვახორციელებთ სწრაფად და ეფექტიანად, უახლოეს პერიოდში შევძლებთ არსებული ვითარების ამოტრიალებას. უკრაინა ისეთ „ხოდზეა“, როგორც მინიმუმ ეს 7-10 დღე უნდა გაძლონ, რაც ჩვენ ამ გეგმებში ძალიან დაგვეხმარება!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved