გერმანული გამოცემა Bild-ის თანახმად, სანქციების დაწესების საფრთხის გამო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მდიდრული იახტა, სახელად „Graceful“, გერმანიიდან კალინინგრადში გაიყვანეს.
„ეს აშკარად გაქცევა იყო ხაფანგში მოხვედრის შიშისგან“, – ასე აფასებს გერმანული გამოცემა იახტის მიერ გერმანული პორტის დატოვების ფაქტს.
გავრცელებული ინფორმაციით, იახტა Graceful-ის ღირებულება 100მლნ დოლარია და ის რუსეთის მთავარსარდალს რუსმა ოლიგარქმა აბრამოვიჩმა აჩუქა.














კომენტარები