მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) უკრაინაში რუსულ სამხედრო ინტერვენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
აბა რა ეგონა უკრაინას, რუსეთს რომ შეებრძოლა?!”
“რით ვერ გაიგეს, რომ რუსეთთან თამაში არავის გაუვა”?!
“ახლა მაინც დაინახონ, რომ რუსეთი დაუმარცხებელი ქვეყანაა”- აი, ამ სიტყვებით მღაღადებელი ხალხი რუსეთზე უარესი და ტვინგამორეცხილია…
აი, ამ სიტყვებით უწევენ რუსულ უსამართლო და დაუსრულებელ ომს პროპაგანდას…
პუტინზე მეტად ეს ხალხი მანადგურებს.
უკრაინა გადარჩება, კი, ის აუცილებლად უნდა გადარჩეს, არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის გამო, პირველ რიგში იმიტომ, რომ დაილეწოს რუსეთის უძლეველობის მითი…
არ მგონია თქვენი ჩაჟანგული მენტალობა შეიცვალოს, მაგრამ თაობის შეცვლის მერე არავინ იტყვის მსგავს სისულელეს…
მანამდე ყველა თქვენგანში არის საბჭოთა სისტემის დიდება…
ამის რღვევა კი, გარდაუვალია!..”, – წერს მამა პეტრე.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.














კომენტარები