უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ვლადიმირ პუტინის მიერ ბირთვული იარაღით მუქარის ფონზე, ბელარუსი ბირთვულ ნეიტრალიტეტზე უარს იტყვის. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, გადაწყვეტილება ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით არის განპირობებული.
ბელარუსის ცესკოს ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა 78.63%-მა მიიღო და 61.16% მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებს, რომელთა შედეგადაც ბელარუსი შეძლებს უარი თქვა ბირთვულ ნეიტრალიტეტზე, ხოლო ალექსანდრ ლუკაშენკო შეძლებს დამატებით კიდევ ორი ვადით მიიღოს პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობა.
დასავლეთი კვირას, 27 თებერვალს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს არ ცნობს. ეუთო-ში აშშ-ს მისიის შეფასებით რეფერენდუმი არ იყო სანდო.
ლუკაშენკოს ოფისის ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში 10 დღეში შევა. ცვლილებების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, მოსკოვმა ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს.
“თუ ამერიკა, ან საფრანგეთი, ორი ბირთვული ძალა დაიწყებს ბირთვული იარაღის პოლონეთში ან ლიტვაში, ჩვენს საზღვრებთან გაგზავნას, მივალ პუტინთან, რომ დამიბრუნოს ბირთვული იარაღი, რომელიც წინაპირობების გარეშე მივეცი” – თქვა პუტინმა.
წყარო














კომენტარები