• რეკლამა
  • კონტაქტი
07:59, შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბევრს კბილები უკაწკაწებდა, ეს ყოველივე საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებისთვის მოერგო“- ლევან იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
11:17 02-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

როგორც პარლამენტის წევრს, რომ ვთვლიდე, ვზივარ პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის მიერ დანიშნულ მმართველ ძალასთან ერთად, მაშინ ჩემი ადგილი იქ არ იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, რადგან „სფერო არ დარჩა, სადაც სანქცია არ მოქმედებდეს“.

„გამორიცხულია, რომ ამან შედეგი არ გამოიღოს და საბოლოოდ, ეს ძალიან ცუდად არ დასრულდეს რუსეთისთვის. ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩემი აზრით. უკრაინელ ხალხს მართებს მხოლოდ გამძლეობა და ამ ბრძოლას ის აუცილებლად მოიგებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ქართველები მათ გვერდით ვიყოთ. ისინი ამას გრძნობენ. თქვენ შვედეთი ახსენეთ, მაგრამ არა მგონია, უკრაინელებს შვედების გვერდი-გვერდ ოდესმე ებრძოლოთ, მაგრამ ეს ხალხი ჩვენს გვერდიგვერდ იბრძოდა აფხაზეთის ომში. ეს ხალხი გვეხმარებოდა 2008 წელს. ჩვენ მათ მიმართ განსაკუთრებული ორალური, ადამიანური და ყველანაირი ვალდებულება გვაქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი საქართველოში განსხვავებულია და მათი ქცევაც განსხვავებულია, მაგრამ საზოგადოება უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სწორად მოიქცა.

„ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდა თაობა, რომელიც ქუჩაში გამოვიდა და მხარი დაუჭირა უკრაინას. მთელი ამ დღეების განმავლობაში გამოხატა ეს უპრეცედენტო სოლიდარობა. შესაძლოა, ვიღაცებს სურთ, ეს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგონ, რაღაც ქნან. კარგია, რომ აქციები, რომელიც რუსთაველზე ტარდებოდა, საბოლოო ჯამში, მანიფესტაციაში არ გადაიზარდა. ბევრს კბილები უკაწკაწებდა, ეს ყოველივე საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებისთვის მოერგო“, – დასძინა იოსელიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved