• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ წავიდა ყველაფერი რუსეთისათვის გაცილებით მძიმე სცენარით? – თორნიკე შარაშენიძე

ალია ავტორი - ალია
02:42 02-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

გამოცემა “პუბლიკა” აქვეყნებს პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის ბლოგს:

რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომით გაჩაღებულმა პირველმა შოკმა გადაიარა. გაჩნდა იმის იმედიც რომ უკრაინელები მტერს მოიგერიებენ მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით. ამიტომ ახლა შედარებით მშვიდად შეიძლება ვისაუბროთ იმაზე თუ რა და რატომ მოხდა და რა შეიძლება გველოდეს მომავალში.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ვითარება არც ისე სახარბიელო იყო. რუსეთი აშანტაჟებდა დასავლეთს, ომის საფრთხის ქვეშ მყოფი უკრაინა კი სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს ნახულობდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა რომ დრო მოსკოვზე მუშაობდა. რა მოხდა შემდეგ და რატომ გადაწყვიტა პუტინმა ამ, წესით მისთვის მომგებიანი, თამაშის შეჩერება და ასეთ რისკიან ნაბიჯზე წასვლა მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას რომ ის სერიოზულ წინააღმდეგობას არ ელოდა.  ვგულისხმობ წინააღმდეგობას როგორც უკრაინის, ასევე დასავლეთის მხრიდან.

დავიწყოთ უკრაინით. სამწუხარო ფაქტია რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკრაინა ვერ ჩამოყალიბდა ისეთ მოთამაშედ როგორც შეეფერება ასეთი ტერიტორიის, მოსახლეობისა და რესურსების მქონე ქვეყანას. როცა 2014 რუსებმა უბრძოლველად მიიტაცეს ყირიმი, მოსკოვში აშკარად გადაწყვიტეს რომ უკრაინელები მათ ვერასოდეს შეუქმნიდნენ დიდ პრობლემას. ამას იმის ისიც ემატებოდა რომ თავად პუტინი (და არა მხოლოდ ის) უკრაინელებს არ მიიჩნევდა, როგორც ასეთი, ერად. თუკი უკრაინაში მას რაიმე არ მოსწონდა (მაიდანი, დასავლეთისკენ სწრაფვა) ეს ამერიკის ხრიკებსა და უმცირესობაში მყოფ “ბანდერელებსა” და “ნაცისტებს” ბრალდებოდათ. ამიტომაც უკრაინა წესით დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. უფრო მეტიც, რუსული ჯარს მოსახლეობის ნაწილი (სულ ცოტა რუსულენოვანები) ყვავილების სროლითა და ტაშის გრიალით უნდა დახვედროდა.

რაც შეეხება დასავლეთს, ამ შემთხვევაში კრემლი აშკარად გაათამამა იმ ფაქტმა რომ 2014 წლის შემდეგ დადებული სანქციები ქვეყანამ არც ისე რთულად გადაიტანა და ეს მითუმეტეს მაშინ როცა სანქციებს დაემთხვა ნავთობის ფასის დაცემა. ცხადია, ომის გაჩაღების შემდეგ დასავლეთი რაიმე ახალ სანქციებს მოიფიქრებდა, მაგრამ სასწაულს არაფერს; სანამ კარგი ცხოვრებით განებივრებული ევროპელები და ავღანეთ-ერაყით გადაღლილი ამერიკელები შეშფოთდებოდნენ და რაიმეს გადაწყვეტდნენ, ამასობაში უკრაინა დაეცემოდა და სანქციებსაც აზრი თითქმის დაეკარგებოდა. ევროპა გადაწყვეტდა რომ იოლად დანებებულ-დამარცხებული უკრაინის გამო გაზის გაძვირება არ ღირდა. ამერიკა კი გადაწყვეტდა რომ არ ღირდა რუსეთთან ჩხუბი როცა ჩინეთის სახით უფრო დიდი პრობლემა აქვს.

და კიდევ რა? კიდევ ის რომ დასავლეთი საბოლოოდ დარწმუნდებოდა რომ პუტინთან ხუმრობა არ შეიძლება და ჯობს მას ყველაფერში გაჰყვეს და დაუთმოს.

რატომ წავიდა ყველაფერი რუსეთისათვის გაცილებით მძიმე სცენარით? პირველ რიგში უნდა ითქვას რომ ყვავილების სროლის ვარაუდი არანაირად არ გამართლდა. რუსულენოვანები არამცთუ აგრესორის მხარეს არ გადავიდნენ, არამედ მათში უკრაინელობამ გაიღვიძა და ბევრმა იარაღიც აიღო ხელში. ან კი როგორ მოიქცევი როცა შენს ქალაქს უმიზეზოდ ბომბავენ, პერსპექტივად კი დონბასად ქცევას გთავაზობენ. მართალია, კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინაში ცხოვრების დონე არც ისე მაღალია (რასაც თავის ცნობილ გამოსვლაში პუტინმაც გაუსვა ხაზი), მაგრამ დონბასში ეკონომიკაც გაცილებით ნაკლებად ყვავის და დემოკრატიაც.

მოკლედ, ლამის ყველამ იარაღს მოჰკიდა ხელი. ერი შეიძლება კორუფციას ვერ ებრძოდეს კარგად, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აგრესორის წინააღმდეგ მაგრად არ იბრძოლებს. კრემლი უკრაინას გაცილებით მეტ ზარალს მშვიდობის პირობებში მიაყენებდა. უკრაინელთა მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე კიდევ უფრო დემორალიზებულია რიგითი რუსი ჯარისკაცი რომელიც ყველაზე ახლო ერის წინააღმდეგ საომრად გაუშვეს და იმით ამშვიდებდნენ რომ ბრძოლა მხოლოდ ერთ მუჭა “ნაცისტებთან” მოუწევდა.

ჰო, ისევ და ისევ, დასავლეთს რაც შეეხება, აქ თავიდან აშკარა დაბნეულობა სუფევდა. მაგრამ უკრაინელების თავგანწირვამ მალე არა მხოლოდ პოლონეთზე, არამედ მოსკოვის მიმართ ლოიალობით გამორჩეული გერმანიაზეც კი იმოქმედა. თუკი დონბასის აღიარების შემდეგ სანქციები ლამის მართლა “მილანში შოპინგის აკრძალვით” შემოიფარგლა (თითქოსდა მოსკოვში მოლები და მაღაზიები არ იყოს), სრულფასოვანი აგრესიის შემდეგ უკვე მძიმე სანქციები გაჩნდა და ომის გაგრძელებასთან ერთად ისინი სულ უფრო და უფრო მძიმდება. რომც დავუშვათ რომ მაგალითად იგივე გერმანიის მთავრობას სანქციების დადება არ ეხალისება, საზოგადოების ნებას იგი ვერ გადაუხვევს. ეს ევროპაა, დემოკრატია; ხალხის ნება თითქმის ყველაფერს წყვეტს, ხალხი კი აღშფოთებულია იმით რასაც რუსეთი აკეთებს.

ახლა ამერიკას (რომელსაც რუსეთი კვლავაც თავის პირველ მტრად მიიჩნევს) რუსეთის დასუსტების დაახლოებით ისეთი შანსი მიეცა როგორიც მიეცა ინგლისს (მე-19 საუკუნეში რუსეთის მთავარ მტერს) ყირიმის ომის დროს. დასავლეთი ერთიანია და მძიმე სანქციები საკმაოდ დიდხანს დარჩება ძალაში (ამას ვერც, მაგალითად, კიევის აღება უშველის, – ის კი არა, მსგავს რამეს წესით ახალი სანქციები უნდა მოჰყვეს). ისევ და ისევ, რომელიმე ევროპული ქვეყნის მთავრობამ ერთიანობის დარღვევა რომ მოინდომოს, მისი ამომრჩეველი ამას აუცილებლად გააპროტესტებს.

სისულელე იქნება იმის ვარაუდი რომ რუსეთი რაიმე კაპიტულაციაზე მოაწერს ხელს (თუნდაც დაახლოებით ისეთზე როგორსაც ყირიმის ომის ბოლოს მოაწერა). ჩვენ საქმე გვაქვს ბირთვულ ზესახელმწიფოსთან და არა მე-19 საუკუნის იმპერიასთან. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ ომს რუსეთის შიგნითაც არ აქვს მხარდაჭერა.

სისულელე იქნება იმის ვარაუდი რომ რუსეთი რაიმე კაპიტულაციაზე მოაწერს ხელს (თუნდაც დაახლოებით ისეთზე როგორსაც ყირიმის ომის ბოლოს მოაწერა). ჩვენ საქმე გვაქვს ბირთვულ ზესახელმწიფოსთან და არა მე-19 საუკუნის იმპერიასთან. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ ომს რუსეთის შიგნითაც არ აქვს მხარდაჭერა. თავის დროზე ყირიმის ომი იმიტომ გაჩაღდა რომ რუსეთი თურქეთის ტერიტორიას წაეპოტინა და ამის გამო მას ინგლის-საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. აქ კი ომი უკრაინაში მიდის. მხარდაჭერის დაკარგვა საკუთარ მოსახლეობაში, სწორედ ისაა, რაც პუტინს ყველაზე ნაკლებად სურს, მითუმეტეს კი მომდევნო საპრეზიდენტო ვადის წინ.

და ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ყველაფერი ასევე ყირიმში დაიწყო 8 წლის წინ.

თეგები: თორნიკე შარაშენიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved