უკრაინის გენერალური შტაბი განცხადებას ავრცელევს:
“საჰაერო ძალების სარდლობას კარგი ამბავი აქვს!
ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებს საჰაერო ძალების ავიაციისთვის გადასცეს საჰაერო რაკეტების დიდი პარტია, რომლებიც უკვე ჩვენი მებრძოლების განკარგულებაშია.
პილოტები ირწმუნებიან, რომ ეს საკმარისი იქნება ყველა ოკუპანტისთვის!
მადლობას ვუხდით #პუტინისწინააღმდეგკოალიციას უკრაინის არმიის მტკიცე მხარდაჭერისთვის!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!”
უკრაინა ასევე აღნიშნავს, რომ დიდი სამხედრო საჩუქარი მიიღო პოლონეთისგანაც.
ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ უახლოეს მომავალში ელოდება რუმინეთისგან სამხედრო დახმარებას.
უკრაინა სამხედრო დახმარებას მიიღებს ჩეხეთიდანაც და ამის შესახებ დღეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
კომენტარები