• რეკლამა
  • კონტაქტი
23:55, პარასკევი, 29 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თქვენი ტერიტორიიდან კლავენ ჩვენს ბავშვებს.. როგორ შეხედავთ თვალებში თქვენ შვილებს, ერთმანეთს – ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
12:44 02-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

დღეს საარჩევნო უბნებზე მიდიხართ რეფერენდუმში ხმის მისაცემად. ეს შესაძლოა, ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ახლა ამას ჩვეულებრივთან საერთო არაფერი აქვს. ახლა მიიღება გადაწყვეტილება სრულიად სხვა დონეზე, – ასე მიმართავ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს ხალხს.

როგორც გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, ბელარუსი ხალხი დღეს წყვეტს, ვინ უნდა იყოს.

„გასული ღამე უკრაინაში სასტიკი იყო. ისევ სროლები, ისევ საცხოვრებელი უბნების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. დღეს არ არის არც ერთი ობიექტი, რომელსაც ოკუპანტები დასაშვებ სამიზნედ არ განიხილავდნენ. ისინი იბრძვიან ყველას წინააღმდეგ, ყველა ცოცხალის წინააღმდეგ, საბავშვო ბაღების წინააღმდეგ, საცხოვრებელი სახლების წინააღმდეგ. ისინი იყენებენ რეაქტიულ არტილერიას, რაკეტებს მთელი საქალაქო რაიონების წინააღმდეგ, სადაც არასდროს არავითარი სამხედრო ინფრასტრუქტურა არ ყოფილა. ვასილკოვი, კიევი, ჩერნიგოვი, სუმი,ხარკოვი – ბევრი სხვა უკრაინის ქალაქი ცხოვრობს ისეთ პირობებში, რომელიც ბოლოს იყო ჩვენ და თქვენ მიწაზე მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ ჩვენ მხარეს არ ხართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინის მიმართულებით რაკეტებს ისვრიან.

თქვენი ტერიტორიიდან კლავენ ჩვენს ბავშვებს, ანადგურებენ ჩვენს სახლებს, ცდილობენ ყველაფრის აფეთქებას, რაც ათწლეულების განმავლობაშია აშენებული არამხოლოდ ჩვენი, ჩვენი მამების და ბაბუების მიერ. ეს დე ფაქტო რეფერენდუმია თქვენთვის, ბელარუსებისთვის. თქვენ წყვეტთ ვინ ხართ, თქვენ წყვეტთ ვინ გინდათ იყოთ. როგორ შეხედავთ თვალებში თქვენ შვილებს, როგორ შეხედავთ თალებში ერთმანეთს, თქვენს მეზობლებს. ჩვენ კი თქვენი მეზობლები ვართ, ჩვენ უკრაინელები ვართ. იყავით ბელარუსი და არა რუსეთი. ამ გადაწყვეტილებას თქვენ ზუსტად ახლა იღებთ, ზუსტად დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბელარუსში ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი ტარდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved