• რეკლამა
  • კონტაქტი
15:07, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ მოკლა მგზავრმა ავტობუსის მძღოლი ქუთაისში

ალია ავტორი - ალია
18:10 03-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ერთი ავტობუსის მძღოლი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლს თავს მგზავრი დაესხა, რომელმაც მისი მისამართით სამჯერ გაისროლა, სროლის ხმაზე მეორე ავტობუსის მძღოლი მივიდა, მგზავრმა კი მას სავარაუდოდ, ავტობუსიდან გაქცევისას ესროლა. რა გახდა შელაპარაკების მიზეზი ჯერჯერობით არავინ იცის.

თავდამსხმელმა კი მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოასწრო და ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელს ავტობუსის მძღოლის გაძარცვა სურდა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მოკლა. ჯერჯერობით მკვლელობის რაიმე სხვა შესაძლო მოტივი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელი და მოკლული ერთმანეთს არ იცნობდნენ.

სავარაუდოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ ორნი მძღოლი და მკვლელი ისხდნენ, ამიტომაც მკვლელობას სხვა თვითმხილველი არ ჰყავს. უცნობია ასევე იყო თუ არა ავტობუსში კამერები და ამოიღო თუ არა ჩანაწერი მკვლელის იდენტიფიცირებისთვის პოლიციამ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და სავარაუდოდ, მკვლელის დასაკავებლად სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო.

დაჭრილი მეორე მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა, მედიკოსების თქმით, მძიმეა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა.

„გარდაცვლილი არის ავტობუსის მძღოლი ვასო თუთისანი, დაჭრილია მიხო ჩარკვიანი – ესეც ავტობუსის მძღოლია. ერთი ავტობუსში იყო მკვდარი უკვე და მეორე დაბლა ავტობუსთან იყო დაჭრილი. სავარაუდოდ, მისი როგორც თვითმხილველის მოშორება უნდოდა.

„ალბათ სროლის ხმაზე გაიქცა, მკვლელს კართან შეეჩეხა და მასაც ესროლა. არავინ არ იცის რეალურად რა მოხდა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ვინ არის მკვლელი – ეს მხოლოდ დაჭრილმა მძღოლმა დაინახა. შემთხვევის ადგილიდან არის გაქცეული.

„წარმოდგენა არავის აქვს რა უნდა მომხდარიყო. ავტობუსში მხოლოდ ორნი იყვნენ -მგზავრი და მძღოლი. სწორედ ამ მგზავრთან მოხდა რაღაც დაპირისპირება, რის გამოც მოსკლავად გაიმეტა.

„არაფერია გამორიცხული, შესაძლოა გაძარცვაც უნდოდა. არ ვიცით, პოლიცია ატარებს ღონისძიებებს და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ დაადგენენ ვინ იყო”,-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ვახო ფურცხვანიძე.

წყარო: რეზონანსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved