• რეკლამა
  • კონტაქტი
00:38, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველომ სასურველია, იმოქმედოს დასავლეთთან სინქრონულად – ხომ გაგიგიათ, „დედის წინ მორბენალ კვიცსო…“ – რამაზ საყვარელიძე

ალია ავტორი - ალია
10:14 02-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

საქართველოს ერთხანს ჰქონდა იდეა, რომ სამტრედიის რკინიგზის კვანძი გადაეკეტა და ამით რუსეთისთვის ასე ვთქვათ, ეკონომიკური ომი გამოეცხადებინა, რაც მერე, დროთა განმავლობაში იმდენად სასაცილო აღმოჩნდა, რომ ამ იდეას თავად იდეის ავტორებიც კი არ ახსენებენ ხოლმე, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში დასმულ კითხვას, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

„ვფიქრობ, საქართველომ სასურველია, იმოქმედოს დასავლეთთან სინქრონულად. იმიტომ, რომ ხომ გაგიგიათ, „დედის წინ მორბენალ კვიცსო…“, ან „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო“?! რაღაც ანალოგიური პრობლემა არ გაუჩნდეს საქართველოს იმიჯს, რადგან საქართველოს ერთხანს ჰქონდა ამდაგვარი იდეა, რომ სამტრედიის რკინიგზის კვანძი გადაეკეტა და ამით რუსეთისთვის ასე ვთქვათ, ეკონომიკური ომი გამოეცხადებინა. ეს იდეა მერე, დროთა განმავლობაში, როცა სხვანაირი დამოკიდებულება მომწიფდა, იმდენად სასაცილო აღმოჩნდა, რომ ამას იდეის ავტორებიც კი არ ახსენებენ ხოლმე. ახლაც, რაღაც ანალოგიური არ გამოგვივიდეს. იქ, სადაც აშშ-ის, ინგლისის და ევროპის სხვა ქვეყნების სერიოზულ სანქციებზეა ლაპარაკი, უცებ, საქართველო რომ თავისი ეკონომიკური სანქციებით ჩაერთოს, ცოტა ღიმილისმომგვრელი შეიძლება, იყოს, მაგრამ ამ პროცესს საერთოდ რომ არ გამოეთიშოს, წილი ჰქონდეს შესატანი და ეს წილი მოიზომოს, ამიტომ დასავლეთთან მუდმივი კოორდინაციის პირობებში ნაბიჯების გადადგმა ვფიქრობ, უპრიანია“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

აიპრესი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved