• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვწუხვარ, თუკი ვინმეს ვაწყენინე და შეურაცხყოფა მივაყენე“ – კანდელაკმა უკან დაიხია

ალია ავტორი - ალია
09:59 02-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაფიქსირებული პოზიციის გამო ტელეკომპანია ТНТ-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა კანდელაკმა, რომელსაც უამრავი ადამიანის რისხვა დაატყდა თავს, “ინსტაგრამის” პირად გვერდზე მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა.

“არც მე, არც ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები, არავინ, მათ შორის, ვისაც მეგობარს ან ახლობელს ვუწოდებ, არც ჩემი თანამშრომლები არ მიიჩნევენ, რომ ადამიანთა გარდაცვალება ნორმალურია.

მე გავავრცელე ასეთი მიმართვა:

ვთვლი, რომ ეს ყველას ესმის: ნებისმიერ კონფლიქტსა და დაპირისპირებაში ინფორმაციულ ომს თავისი ადგილი აქვს.

ახლა მე თვალს ვადევნებ, თუ რამდენი წყევლა იღვრება სოციალური ქსელებიდან. მე არ ვგულისხმობ ჩემი მისამართით ნათქვამ სიტყვებს, თუმცა, თუკი თქვენ ჩემს წინა სტატუსს გადაიკითხავთ, დაინახავთ, რომ ეს იყო გაფრთხილება ყალბი, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელების შესახებ და მითითება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც უკრაინელების ერთი ნაწილი რატომღაც უფრო ძვირფასი აღმოჩნდა, ვიდრე – მეორე. წერტილი.

 

დიახ, ამ ომში მე არ ვაკეთებ არჩევანს რუსული ჯარის წინააღმდეგ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მსურს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულება.

მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კიევში და მე ვიყავი უკანასკნელი ადამიანი, ვინც ისურვებდა, უკრაინული მხარის შესახებ ყველა ინფორმაცია ეჭვქვეშ დაეყენებინა.

აგრესია, რაც გუშინ მე და ჩემს ოჯახს დაგვატყდა, გასაგები, თუმცა, უკიდეგანოა.

ვწუხვარ, თუკი ჩემი ნათქვამით ვინმეს ვაწყენინე და შეურაცხყოფა მივაყენე.

მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ თუკი ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ჯვარს აცვამთ, ამით მშვიდობისკენ ნაბიჯს გადადგამთ? არა, ასე არ ხდება. ეს მორიგი ბიძგია ომისკენ”, – აღნიშნა კანდელაკმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved