რუსული აგრესიის ფონზე უკრაინა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომას იწვევს, – ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგი კისლიცამ განაცხადა.
„გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს ფონზე, მე ვთხოვე საბჭოს წევრებს მიეღოთ საჭირო გადაწყვეტილება გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის მოწვევის შესახებ, შესაბამისად, 377A (V) რეზოლუციით. რუსეთმა ვეტო გამოიყენა, რათა საბჭოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად მოქმედების საშუალება არ მისცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის ცხრა ხმაა საჭირო, ამ შემთხვევაში არცერთ ქვეყანას ვეტოს უფლება არ ექნება.














კომენტარები