• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუბლის რეკორდული გაუფასურება და ფასების მკვეთრი ზრდა – რა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვამ

ალია ავტორი - ალია
08:25 02-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის პარალელურად, მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-დან გაირიცხება რამდენიმე რუსული ბანკი.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, აქტივების პარალიზება გამოიწვევს ცენტრალური ბანკის ტრანზაქციების შეფერხებას, რადგან აქტივების ლიკვიდურად ქცევის, ანუ განაღდების პროცესი ევროკავშირის და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ იქნება შეზღუდული.

ცენტრალური ბანკი ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მოვალეობა ეროვნული ვალუტის მიწოდების, გაცვლითი კურსის და ინფლაციის დონის კონტროლია. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკი ადგენს ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ანუ იმ საპროცენტო მაჩვენებელს რომლითაც კომერციული ბანკები შეძლებენ თანხის მიღებას. ცენტრალური ბანკის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორისთვის აუცილებელია.

ცენტრალური ბანკის თავის დაზღვევის უმთავრესი მექანიზმი რეზერვია, რომელიც, ძირითადად, ნაღდი ფულის, უცხოური ვალუტების, ფასიანი ქაღალდების, სახაზინო ობლიგაციებისა და ოქროსაგან შედგება. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვის მოცულობა, დაახლოებით, 645 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში რუსეთი აქტიურად ცდილობს რეზერვში დოლარის წილის შემცირებას. 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვის 16.4% ამერიკულ დოლარში იყო მოქცეული, 32.3% – ევროში, ხოლო ოქროს წილი 21%-ს აჭარბებდა.

Credit Suisse-ის ანალიტიკოსის, ზოლტან პოზსარის შეფასებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები უცხოურ ვალუტაშია მოქცეული და ეს რეზერვის სწორედ ის ნაწილია, რომელიც, სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, შეიძლება პარალიზებული იქნეს.

მოსალოდნელია, რომ რუსეთის მსხვილი ბანკების SWIFT-დან გარიცხვამ და საფინანსო სექტორზე რიგი სანქციების დაწესებამ ქვეყნის მასშტაბით ერთგვარი პანიკა გამოიწვიოს და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ერთდროულად მოისურვოს საბანკო ანგარიშებიდან თანხის გატანა ან ეროვული ვალუტის ევროსა თუ დოლარში გადაცვლა. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკების რეზერვები ვერ შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას და თანხის გაცემას, საქმეში ქვეყნის ცენტრალური ბანკი უნდა ჩაერიოს და თანხა საკუთარი რეზერვებიდან უნდა გამოყოს.

საგულისხმოა, რომ ცენტრალური ბანკის რეზერვი მხოლოდ მოქალაქეთა საბანკო ანგარიშების მომსახურებაზე არ არის გათვლილი და ის ითვალისწინებს სამთავრობო ხარჯებს, სავალუტო ინტერვენციებს, ინფლაციის დონის მართვას და სახელმწიფო რეზერვებს. პანიკის ფონზე კომერციული ბანკების რეზერვების ამოწურვამ, შესაძლოა, დიდი ზეწოლა იქონიოს ეროვნული ბანკის რეზერვზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი პარალიზებული იქნება დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო.

ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, რუსეთის საფინანსო სექტორი და ეკონომიკა დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, შემცირებული რეზერვის პირობებში შეიზღუდება ეროვნული ბანკის შესაძლებლობები და სავალუტო ინტერვენციის მასშტაბები, რის შედეგად ვიხილავთ რუსული რუბლის რეკორდულ გაუფასურებას და ქვეყანაში ინფლაციის დონის, ანუ ფასების მკვეთრ ზრდას.

ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი სხვადასხვა ზომებს მიმართავს ვითარების გასანეიტრალებლად და საბანკო სექტორის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. რეზერვების სწრაფად ამოწურვის შემთხვევაში კი რუსეთი შეეცდება სახაზინო ვალდებულებების მეშვეობით უცხოეთიდან კაპიტალის მოზიდვას, მთავარი სამიზნე კი, სავარაუდოდ, ჩინეთი იქნება, რომლის გავლენაც რუსეთის ეკონომიკაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იზრდება.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved