ილონ მასკმა უკრაინისთვის თანამგზავრული ინტერნეტის Starlink-ის ტერმინალები გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.
„სტარლინკის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია უკრაინაში. მეტი ტერმინალი გზაშია“, – ნათქვამია ილონ მასკის მიერ „ტვიტერით“ გაკეთებულ განცხადებაში.
„სტარლინკი“ არის გლობალური სატელიტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. აღსანიშნავია, რომ „სტარლინკის“ ტერმინალების გამოყენების უფლების თხოვნით ამერიკელ მილიარდერს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა მიმართა.














კომენტარები