აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:
„უკრაინელების მიერ ყოველი გაძლებული დღე გააცოფებს რუსებს; გაცოფებული რუსები სასოწარკვეთისაგან კიდევ უფრო დიდ სამხედრო დანაშაულებებს ჩაიდენენ. ყოველი ახალი სამხედრო დანაშაული იქნება ახალი, მძლავრი მოტივაცია მსოფლიოსათვის, რომ ყოყმანი შეწყვიტოს და კიდევ უფრო მკვეთრი ზომები მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, ნატო-ს შტაბი გაფაციცებით ადევნებს თვალს ჩერნობილში განლაგებულ რუსებს. ჩერნობილზე არავინ საუბრობს და ეს არის გამზადებული ატომური ბომბი ევროპის შუაგულში, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი დივერსანტების ხელშია. პრინციპში, ნატო-ს აქვს მორალურ-სამართლებრივი უფლება, რომ ჩაერიოს მათ განეიტრალებაში, რადგან ბირთვული სამარხის აფეთქება მარტო უკრაინას არ დააზიანებს.
ძალიან ნელა მოქმედებს დასავლეთი; მიუტევებლად ნელა. გენერალ კლარკს მაინც დაუჯეროს ბაიდენის ადმინისტრაციამ და კიევი დაიცვას დაუყოვნებლივ.
უკრაინელებო, თქვენ უნდა გაუძლოთ ისევ. თქვენ ეს შეგიძლიათ. მთავარია ირწმუნოთ საკუთარი ძალა და ძალიან, ძალიან გაბრაზდეთ მტერზე.“
კომენტარები