• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, შაბათი, 25 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ?

ალია ავტორი - ალია
17:14 03-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ადამიანები არასოდეს ფიქრობენ სიკვდილზე, მაგრამ ყველა ადამიანმა ზუსტად იცის, რომ ის მოვა. მოვა და წაიღებს აუხდენელ ოცნებებს და იმედებს, საქმეებს, რომლის გაკეთებაც ვერ მოვასწარით, წაიღებს ბედნიერებას და დატოვებს ადამიანთა სევდას, ადამიანად ყოფნის სევდას. სწორედ ამიტომაც, მოახლოებული სიკვდილის წინ ხშირად ნანობენ ადამიანები. და რას ნონობენ ისინი ყველაზე ხშირად? 1. ნანობენ იმას, რომ არ გააკეთეს ის, რაც უყვარდათ. მთელი ცხოვრება დაკარგეს არასაყვარელი საქმის კეთებაში. შეცდნენ, რომ ფულის დევნაში ბედნიერება ვერ იპოვნეს. შეიძლება იყიდოთ ძვირფასი ავტომობილი, იმოგზაუროთ, აიშენოთ დიდი სახლი, მაგრამ ამით ბედნიერება არ მოგემატებათ. ბედნიერება – ეს არის, აკეთო ის, რაც გიყვარს. 2. ნანობენ იმას, რომ აგროვებდნენ ფულს რაღაც ძვირფასი ნივთების შესაძენად. აი, ეს კი ყველაზე სულელური გადაწყვეტილებაა, თანამედროვეების ყველაზე მახინჯი მხარე, სადაც ნივთები უფრო მეტია, ვიდრე ადამიანები და ურთიერთობა. 3. ნანობენ იმას, რომ კარგად ვერ შეიცნეს საკუთარი თავი. ამისი გაკეთება კი ყველაზე ადვილია. მთავარია, დაუთმოთ დრო და არ გადადოთ ამის გაკეთება მომავლისთვის. 4. ნანობენ და აუცილებლად ინანებთთქვენც იმაზე, რომ არ გადაწყვიტეთ, ოდესღაც გამოსულიყავით კომფორტის ზონიდან. ეს ყველაფერი გადამწყვეტი იყო. შეიძლებოდა უფრო მეტისთვის მიგეღწიათ, ვიდრე მიაღწიეთ. 5. ინანებთ იმაზე, რომ მუდმივად ადგენდით გასაკეთებელი საქმეების სიას და მერე ყველა ღონეს ხმარობდით მათ შესასრულებლად. ჩვენ უბრალოდ გვავიწყდება, რომ შეიძლება იცხოვრო ადვილად და მარტივად. ხშირად ვირთულებთ ცხოვრებას. 6. ინანებთ იმას, რომ ვერასდროს იცხოვრეთ ისე, როგორც გინდოდათ. ეს კი იმიტომ, რომ ძალიან გეშინოდათ წარუმატებლობის. 7. ინანებთ იმას, რომ დაგეზარათ, გესწავლათ სხვა უცხო ენები. ახალი ენა – ეს არის ახალი ფანჯარა, ახალი ძალა. არ გადადოთ ამის გაკეთება. 8. ინანებთ, რომ ყველაფერს ისე იღებდით ცხოვრებაში, როგორც გეძლეოდათ. არაფრით არ აღფრთოვანდებოდით, არაფერი გახარებდათ. არც ახლის შეცნობას ცდილობდით. 9. ინანებთ, რომ არ ეხმარებოდით სხვა ადამიანებს, როდესაც ისინი ამას გთხოვდნენ. და რა დაგვაკლდებოდა ამით, რომ მოწყალება გაგვეღო, თუ ეს ჩვენს შესაძლებლობას არ აღემატებოდა?! 10. ინანებთ, რომ დაიჯერეთ – თუ საკუთარ თავს სხვის გამო გაწირავთ, ეს კარგია. თავგანწირვა კარგია, მაგრამ არასდროს უნდა ვთქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე, სხვების გამო. 11. ინანებთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გესწავლათ – ესაა პატიება. სხვა ადამიანებს, პირველ რიგში, ვპატიობთ ჩვენი თავის გამო. 12. ინანებთ, რომ ძალიან ბევრი დრო დაკარგეთ კარიერის გამო. ჩვენ მოვპარეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვას ყველაზე დიდი განძი – დრო. არ გავატარეთ ის ძვირფას ადამიანებთან ერთად. 13. ინანებთ, რომ დაკარგეთ ის განცდა, რომ ყოფილიყავით სუსტი და მოწყვლადი. ჩვენ გვეშინია გავუმხილოთ სხვებს ჩვენი სისუსტეები; დახმარება ვითხოვოთ, ვენდოთ. 14. ინანებთ, რომ ძალიან ბევრი დრო დაახარჯეთ იმ ადამიანებს, ვინც ამად არ ღირდა. ბევრი დროა საჭირო და ბევრი ენერგია, რათა შევძლოთ გავწყვიტოთ ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობა. 15. და ყველაზე მთავარი – არ ვზრუნავდით საკუთარ ჯანმრთლობაზე ისე, როგორც საჭიროა. დაიწყე დღეიდან, ნუ გადადებ მომავლისთვის და ნუ ინანებ! 

2020news.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved