• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნუ დავძაბავთ ერთმანეთს, რომ ეკლესიას ებრძვიან, ეკლესიას ებრძვის გაუნათლებლობა და უმეცრება – მეუფე გრიგოლი

ალია ავტორი - ალია
17:12 03-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

“ნუ დავძაბავთ ერთმანეთს და ნუ ვუბიძგებთ უაზრო გმირობისკენ, რომ ეკლესიას ებრძვიან. ეკლესიას ებრძვის გაუნათლებლობა, უმეცრება”,- ამ სიტყვებით მიმართა მრევლს წირვის შემდეგ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

როგორც მან აღნიშნა, ქრისტიანს არ ეშინია დევნის, სიკვდილის, მაგრამ უაზრო მსხვერპლი მიუღებელია.

„არაჩვეულებრივ, არაორდინალურ საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრობს დღეს ქვეყანა და ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ ამ თემას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა მდგომარეობა არის და სახელმწიფომაც მიიღო დადგენილება ამ ვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს მძიმე ტვირთად აწვება მთლიანად სახელმწიფოს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ავალდებულებს მის შესრულებას. მეორე მხრივ ჩვენი მონაწილეობა პიროვნული, პერსონალური იყოს ის, რომ ლოცვით შევეწიოთ ამ საქმეს და არ მოვდუნდეთ.

კი არ დავშორდეთ ღმერთს, კი არ დავშორდეთ ეკლესიას, კი არ დავშორდეთ რწმენას, არამედ პირიქით, უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს, დავუახლოვდეთ ღმერთს. იყო დრო, როდესაც არათუ ტაძარში შესვლა იკრძალებოდა, არამედ ანგრევდდნენ ტაძრებს, ადამიანები საიდუმლო ადგილებში მიდიოდნენ სალოცავად. ბევრად უარესი მდგომარეობა იყო, როდესაც უღმერთო ხელისუფლების დროს, რომის იმპერიაში, თუ საბჭოთა პერიოდში რა მდგომრეობაში იყო ქრისტიანობა.

ნუ შევადარებთ დღევანდელ მდგომარეობას, ნუ დავძაბავთ ერთმანეთს და ნუ ვუბიძგებთ უაზრო გმირობისკენ, რომ აი ეკლესიას ებრძვიან. ეკლესიას ებრძვის გაუნათლებლობა, უმეცრება, თორემ მე გეტყვით ასეთ რამესაც, ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად უამრავ ადამიანს უსწრაფავენ სიცოცხლეს, თვითმკლელები რომ არიან, რომლებიც ტერორისტულ აქტებს აწყობენ, ათსობით ადამიანს ხოცავენ.

მორწმუნეები არიან ისინიც, მათაც სწამთ ღმერთი, მთავარია, რა გწამთ და როგორ გწამთ, ეს არის მნიშვნელოვანი და გახსოვდეთ, ქრისტიანენი მოწამე ადამიანები არიან, ქრისტიანის არა მარტო ფიზიკური დევნის ჟამს, არამედ ასეთი ყოველდღიური ცხოვრების დროსაც მოწამეობა არის. ხომ ხედავთ ადამიანები, თუნდაც დროის მოკლე მინაკვეთში, რომ განერიდონ ადამიანებს, დაიცვან საკუთარი თავი და სხვაც, როგორ გაურბიან და როგორ უჭირთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესენი ცუდი ადამიანები არიან, ისინი თავის სისუსტეს ამჟღავნებენ, თავის ურწმუნოებას და სასოწარკვეთილებას. ქრისტიანობა სწორედ ის არის, რომ გაიღონ მსხვერპლი სხვათათვის, ვითარცა ქრისტემ ჩემთვის, მე თქვენთვის, თქვენ თითოეულმა ერთმანეთისთვის და სამყაროსთვის.

აი ასეთი მაღალი ქრისტიანული და სამოქალაქო შეგნება გვჭირდება დღეს, სჭირდება ეკლესიას, სჭირდება მთელს ერს და ქვეყანას, და თუ ჩვენთან შედარებით იოლი ფორმებით მიდის ეს ეპიდემია, მოდი მადლობა შევწიროთ ღმერთს და ვეცადოთ, რომ ეს ტემპი არ დავამძიმოთ კიდე უარესად, მაქსიმალურად ღვთის შემწეობით და თავდადებული ადამიანების პროფესიული მოღვაწეობით, შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით და ნაკლები სიმძიმით გავიაროთ, ეს შესაძლებელია. თუმცა, განსაცდელი ჩვენ ყოველდღიურად გველოდება, ჩვენ არ გვეშინია სიკვდილის, არ გვეშინია დევნის, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია უაზრო მსხვერპლი, აი ეს არის მთავარი გასათვალისწინებელი“- განაცხდა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved