ქალაქ ხარკოვთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა რუსი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს.
ვიდეო ტელეგრამში გავრცელდა, ერთ-ერთ ტყვეს ეკითხებიან, რას ეტყოდა მშობლებს და რუსი ჯარისკაცი პასუხობს:
“მამა, დედა, მე არ მინდოდა აქ ჩამოსვლა, მაიძულეს. გვითხრეს, რომ 25-ე ბრიგადის სწავლებაზე უნდა წავსულიყავით, თუმცა 23 თებერვლის ღამეს, თქვეს, რომ უკრაინაში მივდიოდით. მე ეს არ მინდოდა”
არიან აქ ფაშისტები? – ეკითხებიან მათ – არა, მშვიდობისმოყვარე ხალხია, პასუხობს რუსი ჯარისკაცი.
კომენტარები