• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოში დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ“ – საქართველოში უკრაინის ელჩის საგანგებო განცხადება

ალია ავტორი - ალია
14:13 02-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. ელჩმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარები დარტყმებს საცხოვრებელ სახლებზე ახორციელებენ კიევის იმ უბნებშიც, სადაც არავითარი სამხედრო ობიექტი არ არის განთავსებული.

მისივე თქმით, თავდასხმების შედეგად 35 უკრაინელი დაიჭრა, მათ შორის ორი ბავშვი.

“დღეს დილით, კიევის ცენტრის მახლობლად რუსეთის ჯარებმა დარტყმა განახორციელა საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც ცხოვრობს მშვიდობიანი მოსახლეობა. იქ არ არის სამხედრო ობიექტები ან რაიმე სამთავრობო დაწესებულებები, იქ არის ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები.

ბრძოლები მიმდინარეობს კიევის მახლობლად. აგრესორი ცდილობს შემოვიდეს კიევში ბელარუსის მხრიდან, სადაც მდებარეობს ჩერნობილის ობიექტი. არის აგრესორის მცდელობები, რომ გადმოსხას საჰაერო დესანტი დნეპრის სანაპიროზე, რომელიც ყოფს ორ ნაწილად ქალაქ კიევს.

კიევის მერმა ვლადიმერ კლიჩკომ დღეს მიმართა კიევის მოსახლეობას და შეატყობინა დანაკარგების შესახებ. ჩვენ გვყავს 35 დაჭრილი, მათ შორის ორი ბავშვი.

მინდა შეგახსენოთ, რომ დამნაშავე პუტინმა, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, გამოაცხადა სპეციალური ოპერაციის დაწყების შესახებ რომელიც უკავშირდება არაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში მდგომარეობას. ასევე, დაიწყო ომი ყველა შესაძლო მიმართულებით, სადაც იყო ფოკუსირებული რუსი ჯარი. ჩვენი ჯარი იბრძვის, ჩვენი მოსახლეობა ინარჩუნებს სიმშვიდეს”, – თქვა იგორ დოლგოვმა.
ელჩის ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო უკრაინელებს აქტიურად უწევენ დახმარებას და ამისთვის მათ მადლობას უხდის. მისივე თქმით, პარტნიორები უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას აწვდიან, თუმცა შექმნილ ვითარებაში ეს საკმარისი არ არის.

“უკრაინელთა ნაწილი, ვისაც სურდა თავისი საკუთარი შვილების სიცოცხლის გადარჩენა, გავიდნენ უკრაინის ფარგლებს გარეთ. ისინი არიან ლტოლვილები 21-ე საუკუნეში. ძალიან მადლიერი ვართ პარტნიორების და მეზობელი ქვეყნების, რომლებმაც შექმნეს ყველანაირი პირობა, რომ მიიღონ ჩვენი მოქალაქეები. შექმნილია პირობები ჩვენი მოქალაქეების განთავსებისთვის, ასევე მათ მიერ საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთისთვის. ირლანდიამ გააუქმა სავიზო რეჟიმი უკრაინელებისთვის. ეს არის სოლიდარობა, საერთაშორისო და ჰუმანიტარული დახმარება.

მადლიერი ვართ ყველანაირი დახმარებისთვის, საქართველოშიც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ასეულობით და უფრო მეტი მოქალაქე ჩარჩა საქართველოში. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინელებს გაუწიოს დახმარება. მთავრობამ გახსნა ცხელი ხაზი უკრაინის მოქალაქეებისთვის აკეთებს ყველაფერს, რათა განათავსოს ისინი უფასოდ. გვიკავშირდებიან სასტუმროების მეპატრონეები და გვეკითხებიან, რით შეუძლიათ დახმარების გაწევა. ასეთი მაგალითები საქართველოში ბევრია და ბევრია მთელ მსოფლიოში.

ეს საკმარისია თუ არა ? – არა. ის რაც გუშინ გვეჩვენებოდა სანქციების ხისტ პაკეტად, დღეს უკვე არასაკმარისია. ის სატრანსპორტო საშუალებები საბრძოლო ტექნიკით, იარაღით და საბრძოლო მასალით, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი, რადგან მიმდინარეობს ომი. ძალიან გვჭირდება პირველადი დახმარების საშუალებები. ეს დახმარება მიდის უკრაინაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან და მიმართულებიდან”, – თქვა ელჩმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved