• რეკლამა
  • კონტაქტი
20:38, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კადრები ხარკოვის ცენტრიდან – მუხლებზე დაჩოქილი, მლოცველი მოხუცები

ალია ავტორი - ალია
13:01 02-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, ალექსანდრე ქავთარაძე სოციალურ ქსელში ფოტოს და წერილს ავრცელებს:

„ახლა ვუყურებ კადრებს ხარკოვის ცენტრიდან – მუხლებზე დაჩოქილ, მლოცველ ბებოებს და სხვა მოქალაქეებს. ომი ჯოჯოხეთია და როგორც წესი, ის მხოლოდ მათ უხარიათ, ვისაც არ გამოუცდია. უკრაინაში (რომელიც ბოლომდე თავს არიდებდა ყველანაირ პროვოკაციას) დაწყებული ომი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ პუტინი მოქმედებს ისე, როგორც ნაცისტური გერმანიის ლიდერი მოქმედებდა ევროპის კონტინეტზე 1930-იანების ბოლოს. ისტორია იტყვის თავის სათქმელს და ის იქნება რუსეთის ფედერაციის მმართველი კრიმინალური დაჯგუფების მთავარი მსაჯული. ვუთანაგრძნობ უკრაინელ ხალხს, მაგრამ აქვე ვუთანაგრძნობ იმ რუსებს, რომლებისთვისაც მიუღებელია მათი ხელისუფლების პოლიტიკა და ის სისტემა, რაც მათ ჩამოაყალიბეს.
რაც შეეხება საქართველოს: ვფიქრობ, რომ ყველა ბრძოლისუნარიანი მოქალაქე უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში: ახლაც და მომავალშიც. საქართველოს ტერიტორიაზე გრძელვადიანი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ოფიციალურმა პირებმა კაპიტულაციაც რომ გამოაცხადონ, პარტიზანული ომი გარდაუვალ რეალობად უნდა იქცეს. ამ შემთხვევაში, საქართველოში მყოფი კოლაბორაციანისტები უნდა იქცნენ თავდასხმის პირველ ობიექტებად.
ღმერთმა დაიცვას უკრაინა და უკრაინელი ხალხი. ყველამ ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ ეს სიგიჟე, ეს არანორმალურობა გავაჩეროთ. ბოროტება ყოველთვის დამარცხდება“ – წერს ალექსანდრე ქავთარაძე.
შეიძლება იყოს 5 ადამიანი, შენობის გარეთ და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved