ამერიკელი სენატორი, მარკო რუბიო სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ რუსეთის სადესანტო ძალები კიევის აეროპორტის ოკუპაციას ცდილობენ, ასევე უტევენ საზღვაო ქალაქ მარიუპოლს, სახმელეთო ძალები კი ბელარუსის მიმართულებიდან მოდიან.
“რუსეთის სადესანტო ძალები ცდილობენ კიევის აეროპორტის დაკავებას, რათა შეეძლოთ საკუთარი ძალების ფრენა დედაქალაქის ოკუპირებისთვის.
საპორტო ქალაქ მარიუპოლზე საზღვაო თავდასხმა მიმდინარეობს.
სახმელეთო ძალები შედიან ბელარუსიდან, ყირიმიდან და რუსეთიდან”, – წერს სენატორი.
კომენტარები