• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ დაიწყო რუსეთმა საქართველოში ომი – მოვლენების ქრონოლოგია – 2008 წელი” – სანაია

ალია ავტორი - ალია
00:51 02-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“როგორ დაიწყო რუსეთმა საქართველოში ომი – ფართო სურათი და მოვლენების ქრონოლოგია. 2008 წელი.

⚫️ 5 იანვარი
ქვეყნის შიგნით ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით ხდება საქართველოს პრეზიდენტი
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართა პლებისციტი. ამომრჩეველთა 77 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
⚫️ 20 იანვარი
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოფიციალურ შეხვედრას სერგეი ლავროვთან მართავს. ,,კიდევ ერთხელ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების გამოსწორება. ამას ქართველი ხალხისთვის ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს”
⚫️ 22 იანვარი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი მოროზოვი : ,,თუ ევროკავშირი წავა კოსოვოს პრობლემის გადაწყვეტაზე, შედეგების გაუაზრებლად, მაშინ ისინი მალე მიხვდებიან, რომ ასეთი შედეგები დადგება. ერთ-ერთი ასეთი შედეგი იქნება სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”.
⚫️ 31 იანვარი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს უწყების ინფორმახიით, ”მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დიალოგის გაღრმავებისა და ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციისათვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისათვის. საუბარი ქართული მხარის ინიციატივით შედგა.
⚫️ 1 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი : ,,მე მინდა ყველას გვესმოდეს, საქართველო იმყოფება ძალიან, ძალიან რთულ პერიოდში საგარეო თვალსაზრისით… უხლოეს კვირაში დაიწყება კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის პროცესი დასავლეთის მიერ. ეს უქადის ჩვენ ქვეყანას ძალიან სერიოზულ ქარიშხალს და შტორმს”.
⚫️ 1 თებერვალი
რიჩარდ ლუგარმა, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) შეთავაზებას აპრილში ბუქარესტის სამიტზე.
⚫️ 1 თებერვალი
ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტებმა ვალდას ადამკუსმა და ლეხ კაჩინსკიმ ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ.
⚫️ 4 თებერვალი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გადახედოს თავის ”ზომიერ” პოზიციას თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებით იმ შემთხვევაში, თუ ევროპული სახელმწიფოები აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.
⚫️ 4 თებერვალი
თემურ იაკობაშვილი, ახალდანიშნული სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, მომხრეა სოხუმსა და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგში ყველა თემას მოეხსნას ტაბუ.
⚫️ 5 თებერვალი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის სერგეი მირონოვი : ”თუ კოსოვო ამას გააკეთებს, მე, როგორც პარლამენტარი, დაჟინებით მოვითხოვ, რომ რუსეთმა გადახედოს თავის პოზიციებს, დეკლარაციებს და განცხადებებს აფხაზეთზე, დნესტრისპირეთზე და სამხრეთ ოსეთზე. რუსეთს შეუძლია და ვალდებულია ეს გააკეთოს”.
⚫️ 8 თებერვალი
კოსოვოს დამოუკიდებლობა გახდება პრეცედენტი, რომელიც სხვა გაყინული კონფლიქტების ესკალაციას გამოიწვევს, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა მიუნხენის კონფერენციაზე.
⚫️ 10 თებერვალი
პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვს შეხვდა უსაფრთხოების საკითხებზე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აპირებს მოსკოვში გამგზავრებას დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას.
⚫️ 13 თებერვალი
საქართველოს სტუმრობენ გერმანიის, იტალიის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის ელჩები ნატო-ში.
შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან, თავდაცვის სამინისტროში. საუბარი შეეხო MAP-ზე გადასვლის პერსპექტივებს. ნატოს სამიტის წინ, რომელიც აპრილში ბუქარესტში გაიმართებმა, ელჩებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში მისწრაფების მხარდაჭერას.
⚫️ 14 თებერვალი
კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარება დაანგრევს საერთაშორისო წესრიგს და ქვეყნების ტარიტორიულ მთლიანობას, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებულ რეგიონებზე მიანიშნებს.
⚫️ 14 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი :
”ჩვენ მივიღეთ წინასწარი დასტური რუსეთიდან, რომ რუსეთი მზად არის ერთობლივი სასაზღვრო პუნქტების გახსნას და საბაჟო პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში და ეს ხსნის დაბრკოლებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე”
⚫️ 14 თებერვალი
ვლადიმერ პუტინი : აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი, დნესტრისპირეთი არსებობენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჩვენ მუდამ გვეუბნებიან – კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევააო. ეს ტყუილია, არავითარი განსაკუთრებული შემთხვევა იქ არ არის და ეს ყველას მშვენივრად ესმის
⚫️ 14 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი : რუსეთიდან ”პოზიტიურ სიგნალებთან” ერთად მოდის ასევე ”ძალიან საგანგაშო სიგნალები” აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით.
⚫️ 14 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი :
”ჩვენ მივიღეთ წინასწარი დასტური რუსეთიდან, რომ რუსეთი მზად არის ერთობლივი სასაზღვრო პუნქტების გახსნას და საბაჟო პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში და ეს ხსნის დაბრკოლებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე”
⚫️ 14 თებერვალი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც გამოთქვამს ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP) მიერთების მზადყოფნას და სთხოვს ალიანსს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული წერილი ნატოს შტაბბინაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პირადად გადასცა ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს. საქართველომ MAP-ის მიღების თაობაზე მიმართვა ნატოს აპრილში, ბუქარესტში დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა.
იმავდროულად, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 13 თებერვალს მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და უკრანისთვის MAP-ის დამტკიცებას.
⚫️ 15 თებერვალი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მოსკოვში სერგეი შამბას მასპინძლობს.
საგარეო უწყება : ,,კოსოვოს დამოუკიდებლობის გაეროს უშიშროების საბჭოს ცნობილი გადაწყვეტილებების გვერდის ავლით აღიარების შემთხვევაში, რეგიონური კონფლიქტების მიმართ რეალიზებული იქნება მიდგომა, რომელიც აშკარა ორმაგ სტანდარტებს დაეფუძნება. მხარეებმა განიხილეს შემდგომი ურთიერთქმედება მოსკოვსა და სოხუმს შორის”
⚫️ 15 თებერვალი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო :
”კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და მისი აღიარება უდავოდ გასათვალისწინებელი იქნება აფხაზეთსადა სამხრეთ ოსეთთან მიმართებით”
⚫️ 16 თებერვალი
თბილისი აცხადებს რომ რუსეთთან ”კეთილმეზობლური” ურთიერთობების აღდგენას არ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე და პროტესტს გამოთქვამს იმ განცხადების გამო, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ 15 თებერვალს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით გააკეთა.
⚫️ 16 თებერვალი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ურჩია რუსეთს ”ცეცხლს ნუ ეთამაშება ” იმ განცხადებებით, რომ შესაძლოა, აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ”მოსკოვში ჩასვლისას საშუალება მექნება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით და ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტური ზონების თემები პრეზიდენტ პუტინთან ერთად განვიხილოთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
⚫️ 17 თებერვალი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე :
”რუსეთი იმუქრება, რომ სცნობს დამოუკიდებლობას აფხაზეთისა და ცხინვალისა. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ქართველი ადამიანები, ქართველი ხალხი განსხვავდება თავის აზროვნებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ სულ ყველა – ხელისუფლება, ოპოზიცია, ეკლესია, მორწმუნე, ხალხი ერთი აზრის, რომ საქართველო იყო და უნდა დარჩეს მთლიანი სახელმწიფო. მე არა ერთხელ მითქვამს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომ სეპარატიზმი არის გადამდები სენი და ეს უნდა ახსოვდეს ყველას და ეს უნდა ახსოვდეს რუსეთსაც. მე დიდ პატივს ვცემ რუსეთის კულტურას, მეცნიერებას, მის დიდ ისტორიას, ფილოსოფიას, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ ასეთი ტონით ასეთი ლაპარაკი საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, არ შეიძლება”.
⚫️ 17 თებერვალი
კოსოვოს აღიარება
საქართველო არ უერთდება კოსოვოს აღიარებას.
⚫️ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე :
,,კოსოვო ვერ იქნება მოდელი აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთისთვის” და მისი პრეცედენტად განხილვა თავად რუსეთის ინტერესებში არ შედის. კოსოვოში ადგილი ჰქონდა გენოციდს და ეთნიკურ წმენდას. ასე რომ, ბუნებრივია, ნებისმიერი შედარება კოსოვოსი, თითქოსდა ერთი შეხედვით ამ ტიპის საკითხებთან, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და სრულიად მიუღებელი”
⚫️ აშშ-ისს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ”კოსოვო ვერ იქნება მიჩნეული პრეცედენტად სხვა სიტუაციებისთვის დღევანდელ მსოფლიოში”
⚫️ 18 თებერვალი :
რუსული გაზეთი ”კომერსანტი” იტყობინება კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთის პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, რომელიც აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთთან” ახალი დონის ურთიერთობებს ითვალისწინებს. ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი იქნება რუსეთის ფედერაციის ”წარმომადგენლობების” გახსნა ამ რეგიონებში.
⚫️ 19 თებერვალი :
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი :
,,ამერიკის შეერთებული შტატები არ იზიარებს კოსოვოს შემთხვევის სხვა კონფლიქტებთან დაკავშირების მცდელობებს. რუსები ამბობდნენ, რომ კოსოვო პრეცედენტი გახდებოდა აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთისთვის. ჩვენ უარი ვთქვით ამ კონფლიქტებთან კოსოვოს დაკავშირების მცდელობებზე. აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”
⚫️ 19 თებერვალი :
სერგეი შამბამ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებზე კოსოვოს დამოუკიდებლობის თემა წამოწია წინ და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადახედოს მიდგომებს აფხაზეთთან მიმართებით.
⚫️ 21 თებერვალი :
დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. წლების შემდეგ სააკაშვილმა ეს შეხვედრა ასე გაიხსენა : “მან დაიწყო საუბარი კოსოვოს შესახებ. გაგვაფრთხილა, ბიჭებო, კოსოვო მზადდებაო. როდესაც მე ვიკითხე, ჩვენ ამასთან რა შუაში ვიყავით, მან გაუპატიურებაში სტაჟიანი მოძალადის ტერმინოლოგიით გვიპასუხა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება. პუტინმა გვითხრა, ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშია, თქვენ უბრალოდ მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება, ჩვენ კი გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა”
მიხეილ სააკაშვილი ასევე იხსენებს, რომ იმ შეხვედრაზე პუტინი ჩრდილოეთ კვიპროსის მსგავსი სცენარით დაემუქრა.
⚫️ 23 თებერვალი :
რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს დეპარტამენტის უფროსი ანდრეი კელინი :
”რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი არსებობს, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას.ნატოში მისწრაფების კონტექსტში, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღოს კანონი, რომ მის ტერიტორიაზე არ განათავსებს უცხოურ ბაზებს”.
მოსკოვის მიერ წაყენებულ სხვა პირობებს შორის არის საქართველოს თანხმობა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ”თუ საქართველო ვერ გამოიჩენს დიდსულოვნებას, რომელსაც მოსკოვი მოელის, რუსეთს ყოველთვის შეუძლია უფრო გადამწყვეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთს”, – წერს გაზეთი კომერსანტი.
25 თებერვალი
⚫️ აფხაზეთის, ,,სამხრეთ ოსეთისა” და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები კოსოვოს დამოუკიდებლობის ფონზე ერთობლივი პოლიტიკის კოორდინირების მიზნით შეხვედრას გეგმავენ.
⚫️ 27 თებერვალი
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს გეგმავს 1-5 მარტს, – აცხადებს ,,აფხაზეთის გენშტაბის “უფროსი, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ზაიცევი.
⚫️ 2 მარტი
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ხდება. ქვეყნის რეალურ მმართველად ( პრემიერ-მინისტრის სავარძლიდან) კვლავ პუტინი რჩება.
⚫️ 3 მარტი
აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან 1 მარტს მის ტეხასის რანჩოზე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო ”მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს” გაუგზავნის საქართველოს და უკრაინას ბუქარესტში აპრილში დაგეგმილ სამიტზე.
⚫️ 3 მარტი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში თავის პოლონელ კოლეგასთან ლეხ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი მიზანია ფართო კოალიციის შექმნა, რომელიც მხარს დაუჭერს ბუქარესტში, აპრილის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) დამტკიცებას
⚫️ 5 მარტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოს შტაბბინაში საქართველოს მიმართ განწყობა ”პოზიტიურია”.
⚫️ 5 მარტი
მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მედვედევის ადმინისტრაციის განცხადება :
”დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ წარსულში გაშვებული შანსებისა, შესაძლებელი იქნება კონსტრუქციული დიალოგის გამართვა რუსეთსა და საქართველოს შორის ნამდვილად მეზობლური ურთიერთობების ჭრილში. ორივე მხარემ მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობისა და რეგულარული კონტაქტებისთვის”.
⚫️ 6 მარტი
ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებაზე შეუერთდნენ ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმას.
⚫️ 6 მარტი
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე მიერთების თაობაზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ 2-4 აპრილს ბუქარესტში დაგეგმილ სამიტამდე მსჯელობა ამ საკითხზე კვლავაც გაგრძელდება. მან გაიმეორა, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა. მოკავშირეებმა ცალსახად აღიარეს საქართველოს და უკრაინის მისწრაფებები იმ ფონზე, რომ ორივე ქვეყანა ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს ახორციელებს და ეს მკაფიოდ გაცხადდა”.
⚫️ 6 მარტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრსდავით ბაქრაძეს შეხვდა.
⚫️ 6 მარტი
მიხეილ სააკაშვილისა და დიმიტრი მედვედევის სატელეფონო საუბრიდან ერთი დღის შემდეგ რუსეთი ქვეყანა ცალმხრივად გამოდის დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
⚫️ 7 მარტი
თბილისი რუსეთის გადაწყვეტილებას გამოვიდეს დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან და ამით ცალმხრივად მოხსნას აფხაზეთის მიმართ დაწესებული სანქციები ”უკიდურესად საშიშ პროვოკაციას” უწოდებს.
საქართველოს საგარეო უწყება ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილების რეალური მოტივაციაა სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერა, რაც ასევე იკრძალებოდა დსთ-ს შეთანხმებით.”
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved