• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კალაძე:”თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ?”

ალია ავტორი - ალია
12:54 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ყველა გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობაში შედის, თუმცა აკრძალულ ტერიტორიებზე გარევაჭრობას ვერ დაუშვებს, ვინაიდან სხვა ადამიანებს დისკომფორტს უქმნის.

მისივე განცხადებით, იმ მოვაჭრეებს, რომლებიც ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდნენ, ბაზრობაზე საქმიანობის საშუალება ეძლევათ.

„გარემოვაჭრეების გადაყვანა მოხდა ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმის და ვერ ვხედავდეთ იმ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ძალიან კარგად მესმის ყველასი, შევდივარ ყველას მდგომარეობაში, ყველაფერს ვითვალისწინებ, აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ამ საქმიანობის წარმოება, გარევაჭრობა დაუშვებელია, იმიტომ რომ ძალიან დიდ დისკომფორტს ვუქმნით სხვა ადამიანებს. არავინ არ გიშლით თქვენ ამ საქმიანობის გაწევას, არავინ არ გიშლით აკეთოთ ის, რასაც აკეთებდით, მაგრამ ყველაფერი ცივილურ ფორმაში უნდა მოხდეს. არის ბაზრობა, ბაზრობის ტერიტორია.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება და ყველაფერი ერთად – ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ყველი, ხორცი, ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს. ეს ნორმალურია? ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არ იქნება დაშვებული.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ბაზრობის დირექციას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ძალიან კარგად გვეთანამშრომლნენ და შესაძლებლობა მოგვცეს​ გარემოვაჭრეებისთვის გამოყოფილიყო სივრცე და ამ ადამიანებს მისცემოდათ ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა. მათ აქვთ საშუალება თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ყოველგვარი პრობლემების გარეშე გააგრძელონ. სივრცეებს, სადაც აკრძალულია ვაჭრობა, ვერ დავუშვებთ. წესრიგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩვენი საქმიანობით სხვას არ უნდა შევუშალოთ ხელი. ამისთვის არსებობს შესაბამისი სივრცეები, სადაც ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოგეცემათ საშუალება თქვენი ეკონომიკური საქმიანობა გააგრძელოთ,“ – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved