• რეკლამა
  • კონტაქტი
12:42, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთს სანქციები კანადამ და იაპონიამაც დაუწესა

ალია ავტორი - ალია
11:16 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობის” აღიარების შემდეგ, რუსეთს სანქციებს კანადა და იაპონიაც უწესებს.

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, ის აკრძალავს ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვებას და გარკვეული ინდივიდების ანგარიშებს გაყინავს. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ.

მისი თქმით, მოსკოვის ბოლო ქმედებებმა უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია და ტოკიო მზადაა, დამატებითი ზომები მიიღოს სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში.

რაც შეეხება კანადას, პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ, უკრაინაში მოსკოვის ბოლო ქმედებებს “სუვერენულ სახელმწიფოში შემდგომი შეჭრა” უწოდა და ეკონომიკური სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა. 

კანადა თავის მოქალაქეებს აუკრძალავს ყველა ფინანსურ ურთიერთობას აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ აღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში. ტრუდომ თქვა, რომ რუსი პარლამენტარები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ გადაწყვეტილებას, ასევე დაისჯებიან. კანადელებს ასევე აეკრძალებათ რუსული ობლიგაციების შესყიდვა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო.

მოსკოვს სანქციები დაუწესა ამერიკამ და ევროკავშირმა, ასევე, ბრიტანეთმა. გერმანიამ “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის ამოქმედება შეაჩერა. სანქციების პაკეტს ამზადებს ავსტრალიაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved