• რეკლამა
  • კონტაქტი
23:20, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგი იქნება ერთხელ მაინც, საქართველომ გააკეთოს ის, რაც თითქმის არსდროს გაუკეთებია” – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
02:33 02-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი:
“ცხადია საქართველო ვერ ჩამორჩებოდა ევროპას და კოვიდ „რეგულაციები“ რომლებიც ჰოი, საოცრება და თურმე ჯერ კიდევ არსებობდა საქართველოში (რას არ გაიგებს კაცი) მალე მოიხსნება.
მართალია საქართველოსგან განსხვავებით ევროპამ მანამდე უამრავი მკაცრი შეზღუდვა გაატარა, რომელსაც მკაცრადვე აკონტროლებდა, მოსახლეობის 80% ზე მეტი აცრა და 50% ზე მეტიც დააბუსტრა… მაგრამ, ევროპას მაინც ვერ ჩამორჩები..
თუმცა, მაინც ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ “სრული მოდუნების” პირობებში რომ SARS-CoV-2 ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთანაა და როგორც ისტორია გვაჩვენებს არ გაუჭირდება იპოვოს ახალი გზები მოსახლოების მასობრივი დაინფიცირებისათვის. 2019 წლის ბოლოს ორიგინალური შტამიდან ჩამოყალიბებისას და ალფა და დელტა ვარიანტებამდე პროგრესირებასთან ერთად, ის გახდა უფრო ვირულენტური და გამდები. სამწუხაროდ არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ვირუსი აუცილებლად ევოლუცინირდება უფრო კეთილთვისებიან ფორმამდე, რაც არ არის აუცილებელი. ერთი რაც ნამდვილად ვისწვალეთ ამ პანდემიის დროს არის ის, რომ კორონა ვირუსს აქვს ადაპტაციის არაჩვეულებრივი უნარი – და ის არაპროგნოზირებადია!!!
ყველამ იცის Omicron-ში არსებულ 50-ზე მეტ ახალ მუტაციის შესახებ, თუმცა ისეც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მის გენომში არსებული 30000 ბაზის წყვილის შემდგომი მუტაციისა და გადაკეთების შესაძლებლობები ჯერ კიდევ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად გაგვიხარდებოდა რომ ის გადაიქცეს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსად, როგორც ამას ბევრი საუბრობს, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია გვქონდეს 100% ამის იმედი.
არსებობს ძალიან ბევრი დაუცველი ადამიან, რომლის ორგანიზმშიც შეიძლება მოხდეს ვირუსის ევოლუცია ასე რომ გამორიცხული არაფერია. მსოფლიოში არის რამოდენიმე ასეული მილიონობით იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანი რომლებიც არა მხოლოდ ძალიან დაუცველნი არიან ინფექციების მიმართ, არამედ შეუძლიათ ვირუსის ახალი შტამის განვითარების შესაძლებლობა მათ ორგანიზმში და შემდეგ სხვების დაინფიცირება. ისე მაგალიტად როგორც მოხდა Omicron-ის შემთხვევაში.
ამას ემატება ისეც რომ მთელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანია არავაქცინირებული და, სავარაუდოდ, წინასწარი ინფექციისგან დაცვის გარეშე. საქართველო ამჟამად 123-ე ადგილზეა მსოფლიოში „სრული ვაქცინაციით“ და ასევე ძალიან ჩამორჩება ყველას ბუსტერ დოზის მიღებით, რომელიც ინარჩუნებს დაცვის მაღალ დონეს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. როდესაც ვირუსი არ არის დაცული, როგორც ეს ახლა ხდება მსოფლიოში, მისი გავრცელება ქმნის ახალი ვარიანტების პოტენციალს.
ამ ახალ მასპინძლებში, ვირუსი შესაძლოა განვითარდეს ახალ, უფრო მავნე ვერსიამდე, რომელიც უკეთესად მიმაგრდება და ფილტვების ნაცვლად სხვა ორგანოებს აინფიცირებს, როგორიცაა გული ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.
მაშინაც კი, თუ ეს სცენარები არ განხორციელდება, უნდა გვახსოვდეს, რომ Omicron, უფრო მსუბუქი ფორმაა, მაინც შეიძლება იყოს სასიკვდილო იმუნიტეტის გარეშე ადამიანებისთვის. თავდაპირველ Omicron-ს, რომელიც ცნობილია როგორც BA.1, აქვს დის ვარიანტები, მათ შორის BA.2 და BA.3, თითოეული მათგანი მრავალი ახალი და განსხვავებული მუტაციით. ცხოველური მოდელის გამოყენებით ლაბორატორიაში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ BA.2 უფრო დაავადების გამომწვევი და უფრო ადვილად უვლის გვერდს იმუნიტეტს, ვიდრე BA.1.
ამ მომენტში, როგორც ჩანს, BA.2 არ წარმოადგენს საფრთხეს, როგორც მთავარ ახალ ვარიანტს, მაგრამ გასაკვირი არ იქნება, თუ მომავალ თვეებში ვიხილავთ სხვა ვარიანტს, რომელიც იმსახურებს ცალკე ბერძნული ასოების აღნიშვნას.
კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ ალბათ გადავდივართ შედარებით მშვიდ ფაზაზე, შემთხვევების დაბალი რაოდენობით და შეზღუდული მძიმე დაავადებით, რაც წარმოადგენს ვირუსის შეკავებას. თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ ეს არ არის იგივე, რაც პანდემიის დასრულება, როგორც ამას სამწუხაროდ ბევრი ამტკიცებს.
სამწუხაროდ, როდესაც სახელმწიფოები ან ქვეყნები აცხადებენ, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ ვირუსით და დავასრულოთ ყველა შეზღუდვა, ბევრი ადამიანი ამ გზავნილს ისე განმარტავს, რომ პანდემია რეალურად დასრულდა – სამუდამოდ. ეს არის ფანტაზია, თუ გავითვალისწინებთ ვირუსის უამრავ შესაძლებლობებს, რომ დაგვედევნოს მომდევნო თვეებსა და წლებში.
ჩვენ არაჩვეულებრივად გაგვიმართლა დღემდე, და როგორც არ უნდა ამტკიცონ საქართველოში ანტიკოვიდისტებმა და ანტივაქსერებმა, მსოფლიომ მოახერხა და შეძლოა მაღალეფექტური ვაქცინების შექმნა და მილიარდობით ადამიანის აცრა, ვისაც მეცნიერების სჯერა..
იმედი ვიქონიოთ, რომ სიტუაცია უარესისკენ არ შეიცვლება. თუმცა ალბათ მაინც კარგი იქნება ერთხელ მაინც საქართველომ გააკეთოს ის, რაც თითქმის არსდროს გაუკეთებია – ყველაზე ცუდი სცენარისთვის მომზადება რაც ჩვენი საუკეთესო თავდაცვაა!
დავეთანხმები ზოგიერთი კარგი ეპიდემიოლოგის გამოთქმას – ალბათ უმჯობესია ვიყოთ ჭკვიანები ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ, ვიდრე იღბლიანები.”
თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved