უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონბასში ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
უკრაინული მედიის ცნობით, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 84-ჯერ დაარღვიეს, მათგან 64 შემთხვევაში რუსეთი მინსკის შეთანხმებით აკრძალულ იარაღს იყენებდა.
შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ორმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიიღო, ხოლო 12 ჯარისკაცი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა და ისინი სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან.
უწყების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს, ამ დრომდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ უკვე დაფიქსირდა 3 დარღვევა, აქედან 2 მინსკის შეთანხმებით აკრძალული.
კომენტარები