• რეკლამა
  • კონტაქტი
12:48, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო..?!ვერ გაიზარდეთ დიდი ბიჭი? “-მარი ნანა მახარაძე

ალია ავტორი - ალია
10:13 02-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
379

9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული, გოგონა იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოდან, მარი ნანა მახარაძე, ვლადიმერ პუტინის მისამართით, ღია წერილს აქვეყნებს:

“რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო ?
-,,აუცილებლად მიმაჩნია, დიდხანს მომწიფებული გადაწყვეტილება მივიღო: დაუყოვნებლივ ვაღიარო დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
ვთხოვ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას, მხარი დაუჭიროს ამ გადაყწვეტილებას და ორივე „რესპუბლიკასთან“ მეგობრობასა და ურთიერთდახმარებაზე შეთანხმებების რატიფიცირებას”, – განაცხადა პუტინმა…

რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო?თქვენ დედა გყავდათ? იცით რა არის სიყვარული? ოდესმე  შეგშინებიათ საკუთარი შვილის სიცოცხლის გამო?ალბათ არასოდეს გექნებათ იმის ბედნიერება,დადგეთ საკუთარი ქვეყნის  დასაცავად დაღუპული გმირების დედების გვერდით, ვერ გაბედავთ,რადგან მუდმივი ოკუპანტი ხართ. ვერასოდეს იგრძნობთ იმ სიამაყეს, რასაც თვალებჩამქრალი მამები გრძნობენ, საკუთარი შვილების ,,გმირთა მემორიალთან,,.ვერასოდეს გაიგებთ რიგითი ჯარისკაცის ყველაზე სანუკვარ ნატვრას- იყოს მშვიდობა…რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო,როცა ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ყოველ დღე ნაბიჯ-ნაბიჯ მაგლიჯავ მიწას. იმ მიწაში კი ჩემი ქვეყნის იმდენი გმირი წევს,ერთხელაც გაიხსნება და შიგ ჩაგიტანთ…არ გენატრებათ მშვიდობა?ვერ გაიზარდეთ დიდი ბიჭი? ისევ ომობანას თამაშობთ? არც ევროპის და ამერიკის ,,შეშფოთება,, გაწუხებთ ალბათ…არც მამაზეციერის გერიდებათ,რადგან ის,საკუთარი თავი გგონიათ…მაშინ ყველაზე ტრივიალურ რამეს გეტყვით: ყველაფერს ააქვს დასასრული , და ადრე თუ გვიან საბედნიეროდ ეს თქვენთვისაც  მოხდება.ჩემი მხარდაჭერა უკრაინას და უკრაინელ ხალხს!”#რუსეთიოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved