• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა

ალია ავტორი - ალია
11:53 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

101 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება.

ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა.

კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის პირველი შეკრება 1918 წლის 7 ივნისს გაიმართა. კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგი ჯაფარიძე, კომისიის მდივნად კი – პავლე საყვარელიძე. მრავალპარტიული კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: რაჟდენ არსენიძე, ნოე ჟორდანია, ივანე ჩერქეზიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სამსონ დადიანი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მაყაშვილი. ზუსტად ერთი თვის შემდეგ კომისიის რამდენიმე წევრი ახალი წევრით ჩაანაცვლეს: ლეო ნათაძე (ნოე ჟორდანიას ნაცვლად), მარიამ ჩხეიძე (ივანე ჩერქეზიშვილის ნაცვლად), ალექსანდრე წერეთელი (გრიგოლ რცხილაძის ნაცვლად), გერონტი ქიქოძე და სპირიდონ კედია (გიორგი გვაზავას ნაცვლად).

დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ, 1919 წლის მარტში, შეიქმნა თხუთმეტი წევრისაგან შემდგარი ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც მანამდე არსებული კომისიის მასალები გადაიბარა და მუშაობა განაგრძო. კომისიის წევრთა შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. მას ჯერ – რაჟდენ არსენიძე, ხოლო მოგვიანებით პავლე საყვარელიძე ხელმძღვანელობდა.

კონსტიტუციის პროექტი სრული სახით 1920 წლის მაისში დაიბეჭდა და განსახილველად დამფუძნებელი კრების წევრებს დაურიგდათ. პროექტის განხილვას კრების მრავალი სხდომა მიეძღვნა. საბოლოოდ, 1921 წლის 21 თებერვალს თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო.

სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა.

კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა.

დოკუმენტი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს და დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved