მუსიკოსი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა ტყუპისცალს ეძებს, რომელიც, მისი თქმით, სამშობიაროდან მოიპარეს.’
,,ვეძებთ ზუმბას ტუპისცალს, 1973 წელს თბილისის მეორე სამშობიაროში დაბადებულ და მოპარულ ტყუპისცალს. დაგვეხმარეთ, ხალხო”, – წერია ფეიბუსქჯგუფში ,,ვეძებ”.
პოსტს ძალიან ბევრი გამოხმაურება ახლავს. ფეისბუქში წერენ: ,,ქუთაისში დამინახავს მსგავსი პიროვნება”, ,,მეც მინახავს ქუთაიში მსგავსი გარეგნობით და მეგონა, რომ ზუმბა ვნახე, ისე მიხაროდა, არადა თურმე სხვა ყოფილა”, ,,ხაშურში ხშირად ვხედავდი და ვამბობდი, ზუმბას ორეულია-მეთქი”, ,,ჭიათურაში მყავს ნანახი კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს”, ,,ზუმბას მსგავსი ტიპი რუსთავში მყავს ნანახი”.
ზუმბა რამდენიმე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს.
კომენტარები