ნისლის გამო ბათუმი-სტამბოლის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომას ვერ ახერხებს.
როგორც რადარზე ჩანს, Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ქალაქის თავზე საათზე მეტია, დაფრინავს. ის აეროპორტში 16:45 საათზე უნდა დამჯდარიყო.
ფორმულა ტავ ჯორჯიაში დაუკავშირდა, სადაც დაუდასტურეს, რომ თვითმფრიანვი დაჯდომას ნისლის გამო ვერ ახერხებს. მათი თქმით, გაბრუნდება თუ არა Turkish Airlines-ის ბორტი უკან, ამაზე გადაწყვეტილებას პილოტი მიიღებს.
კომენტარები