რუსული ოკუპაციის მსხვერპლი, გენადი ბესტაევის აკუთარ სოფელში ზარდიაანთკარში დღეს დაკრძალეს. ბესტაევების ოჯახში სამძიმრის გამოსაცხადებლად არც პრემიერი და და არც სხვა თანამდებობის პირები მისულან.
გენადი ბესტაევის ახლობლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ქართველი ტყვეს დასახსნელად არაფერი გააკეთა და დაკრძალვაზე მთავრობის წევრების არგამოჩენაც უყურადღებობის მორიგი დასტურია.
გენადი ბესტაევმა ცხინვალის ციხეში ორი უმძიმესი წელი გაატარა. მას ოკუპირებულ ტერიტრიაზე პატიმრობის პერიოდშ ინსულტი განუვითარდა. ის ქართულ მხარეს იქამდე არ გადმოსცეს, ვიდრე მისი მდგომარეობა ძალიან არ დამძიმდა.
კომენტარები