“გაათავისუფლეთ პირადი მძევალი” – “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები ავტოკოლონებით რუსთავის ციხესთან ჩავიდნენ. ამ ფორმით მათ მესამე პრეზიდენტის პატიმრობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ქალაქში საქართველოს და უკრაინის დროშებით გადაადგილდებოდნენ.
ადგილზე ცოტა ხნის წინ ენმ-ს თავმდჯომარე, ნიკა მელიაც მივიდა. აქციის მონაწილეები რუსთავის ციხესთან სიტყვით გამოსვლებსაც გეგმავენ.
კომენტარები