• რეკლამა
  • კონტაქტი
17:59, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაზარალებულმა სასამართლოს განუმარტა, რომ დაოჯახებულ, მასზე უფროსის ასაკის მამაკაცთან კავშირი, მისი სურვილი იყო და ასაკს შეგნებულად მალავდა…” – რა მოხდა კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში?!

ალია ავტორი - ალია
16:52 02-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებული მამაკაცი შესაძლოა დაუსჯელი დარჩეს, დაზარალებული მის სასარგებლო ჩვენებას აძლევს.

საქმე ეხება ფაქტს, რომელიც კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 2021 წელს მოხდა. 26 წლის მამაკაცი, 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს.

ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 140- ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაკვალიფიცირებული, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობის ბრალდებით, დაკავებული იყო გოგონას ძმაც, რომელმაც დას ფიზიკური შეურაცხყოფა ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ მიაყენა.

საქმე არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაულის შესახებ, უკვე სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა.

„პრაიმთაიმისათვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა გოგონამ, ბრალდებულის სასარგებლო ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ მამაკაცს მისი ასაკის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

დაზარალებულმა სასამართლოს განუმარტა, რომ დაოჯახებულ, მასზე უფროსის ასაკის მამაკაცთან კავშირი, მისი სურვილი იყო და ასაკს შეგნებულად მალავდა.

გოგონას ჩვენებას იზიარებს მისი ოჯახიც. დაზარალებულის დედა, „პრაიმთაიმთან“ ამბობს, რომ შვილს ეთანხმება და აქვს მოლოდინი, რომ ბრალდებულს გაამართლებენ.

„მან არ იცოდა მისი ასაკი. კი, აქვს სასამართლოზე ასეთი რამ ნათქვამი. ვეთანხმებით ჩემი შვილის ჩვენებას და იმ ბიჭის გამართლებასაც. მე არ ვიცოდი მაგათი ამბები, სხვისგან გავიგე. ჩემი ბიჭიც იყო ციხეში და არავისი ციხეში წასვლა არ მინდა” – ამბობს დედა.

ბრალდებული მამაკაცის ადვოკატი, კითხვებმა გააღიზიანა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ მიცემული არასრულწლოვანის ჩვენების განმარტებაზე უარი განაცხადა.

“ტყუილად მეკითხებით, მაინც არაფერს გეტყვით. საქმე ეხება არასრულწლოვანს, სხდომა დახურულია, ამიტომ ჩემგან ვერაფერს გაიგებთ. დასასჯელია, ვინც თქვენ ინფორმაცია გამოგიტანათ”- განაცხადა ადვოკატმა.

დაზარალებული გოგონას ძმამ, სასჯელი უკვე მოიხადა და ის, ამ დროისათვის თავისუფალია. გირაოთია განთავისუფლებული ბრალდებული მამაკაციც.

ოჯახში, საკუთარ მშობლებთან, იმყოფება გოგონაც, რომელიც უკვე 16 წლისაა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლია ხუროშვილი არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ხშირად მუშაობს.

ადვოკატი ამბობს, რომ პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა არასრულწლოვანი გოგონას ოჯახები ბრალდებულისათვის ნაკლები სასჯელის დანიშვნით არიან დაინტერესებული.

„ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როცა დაზარალებულები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ბრალდებულს მინიმალური სასჯელი მიეღო. თუმცა, იქ იყო ვითარება, როცა ურთიერთობა პრაქტიკულად ქორწინებით სრულდებოდა. ამ შემთხვევაში, ეს პერსპექტივა არ არის. რატომ უწყობს ხელს დაზარალებული და მისი ოჯახი ბრალდებულის დაუსჯელად დატოვებას, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ეს დანაშაული სწორედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს ითვალისწინებს და თუ გარემოებები ასე დალაგდება, გამამართლებელ განაჩენს არ გამოვრიცხავ“,- განაცხადა ხუროშვილმა.

როდის დადგება განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. არსებითი განხილვის სხდომა, რომელიც თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved