თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ხვალ მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდება სამართლებრივი ნონსენსია.
„ყველას კარგად გვახსოვს 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და ხალხმა მას ხელახლა მისცა მანდატი, აირჩია ხელმეორედ პრეზიდენტად. შესაბამისად, ამ მოვლენების გამო მისი გასამართლება აბსოლუტურად სამართლებრივი ნონსენსია. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც რაიმე ტიპის მტკიცებულება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოდგენილი არ არის“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
კომენტარები