აშშ-ში, ვირჯინიაში, მარია ჩიკას მეუღლემ ლატარიის ბილეთი აჩუქა და უთხრა, რომ მასში შემოხაზული ნომრებით $10 მოიგო.
„ვიფიქრე, რომ ხუმრობდა“, – ამბობს ქალი.
ირკვევა, რომ კაცმა ბილეთი ვალენტინობამდე რამდენიმე დღით ადრე იყიდა, შეავსო, $10 მილიონი მოიგო და დაელოდა ვალენტინობას, რათა ის მეუღლისთვის მიეცა.
კომენტარები