• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯონსონი: ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს

ალია ავტორი - ალია
11:30 02-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ამჟამად ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს.

ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით რუსეთი შეტევას უკრაინის დედაქალაქზე გეგმავს.

„ყველა ნიშანია რომ ამ გეგმის შესრულება უკვე გარკვეულწილად დაიწყო. ვშიშობ, მიწევს თქმა, რომ გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ შეიძლება იყოს ევროპაში 1945 წლის შემდეგ უდიდესი ომი” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

ჯონსონს მიაჩნია, რომ დაძაბულობის შემსუბუქების ნიშნები არ ჩანს და ყველაფერი საპირისპიროზე მიუთითებს.

ჯონსონის თქმით მას პრეზიდენტი ბაიდენისგან აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შესვლას არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან, დონბასის გავლით არამედ ბელარუსიდან და კიევის შემოგარენიდანაც გეგმავს.

გუშინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას ახლა დასავლეთმა მხარი, როგორც თავდაცვის კუთხით ასევე ეკონომიკურადაც უნდა დაუჭიროს, რადგან დაძაბულობის პირობებში ეკონომიკური დესტაბილიზაციის საფრთხეები არსებობს.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე შედეგები დაუდგება. სანქციების ფარგლებში საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე რუსულ კომპანიებს მუშაობას გაურთულებენ, ოლიგარქებს კი მოგზაურობაზე შეზღუდვებს დაუწესებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved