ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ კიევის მიმართულებით და კიევიდან ფრენებს დროებით აჩერებს.
ეს ეხება ყველა ფრენას 2022 წლის 21 თებერვლიდან 28 თებერვლამდე. ამის შესახებ ნათქვამია ავიაკომპანიის ვებსაიტზე.
კომპანიის ცნობით, „ლუფთჰანზა“ მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და შემდგომი ფრენების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
კომენტარები