• რეკლამა
  • კონტაქტი
23:06, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იმის განცხადება, რომ რუსეთი კიევს დაარტყამს სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, არის აბსურდი“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:54 02-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
145

აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული:

„ამერიკამ სამხედრო მოქმედება რომ დაიწყოს სადმე, თეთრი სახლიდან მინიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი უნდა ჩაებას პროცესში, კონგრესის და სენატის შესაბამისი კომიტეტების ლიდერების ჩათვლით. სადაზვერვო ინფორმაციის წინასწარ მოპოვება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. რამდენი ადამიანი იღებს ომის დაწყების გადაწყვეტილებას რუსეთში?
ერთი, მაქსიმუმ ორი. რამდენად არის ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი ამ შემთხვევაში, თავად განსაჯეთ. ასეთია ობიექტური მოცემულობა. შესაბამისად, იმის განცხადება, რომ რუსეთი კიევს დაარტყამს სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, არის აბსურდი. ვერანაირი სატელიტური მონაცემები თუ მაღალი რანგის საველე მეთაურებისგან გამოჟონილი ინფორმაცია ვერ განსაზღვრავს იმას, თუ რა გეგმა აქვს პუტინს. ჯარების დისლოკაციებით ჟონგლიორობა, საზღვრებთან “მილიმეტრებში” ტექნიკის მიწევა, საბრძოლო განგაშები თუ რაკეტების დამიზნებები ის მონაცემებია, რომლებსაც მთელი მსოფლიო ერთნაირად ხედავს. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ტოტალურად შეცვლიდა სიტუაციას, იქნებოდა დადასტურება პუტინის ტერმინალური მდგომარეობისა, რაიმე დაავადების გამო. მაგრამ ეს ინფორმაცია რომ არსებობდეს, მაშინ მისი დაუყოვნებლივი გამჟღავნება უნდა დაწყებულიყო, რათა თავად რუსებს სცოდნოდათ, რომ მათი “ფარაონი” ყველას ანტურაჟად უპირებს წაყვანას საიქიოში და დროზე მიეხედათ.
პუტინმა თავისი მანევრებით კოლოსალური ინფორმაცია მიიღო; ინფორმაცია, რომელიც ამ უზარმაზარ ლოჯისტიკურ დანახარჯებზე ბევრად უფრო ძვირი ღირს. ეს არის ე.წ. დაზვერვა ბრძოლით. თანაც დაზვერვა არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ პოლიტიკურ ველზეც. მან უკვე დაანახა მსოფლიოს დასავლეთის ტოტალური იმპოტენცია.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებების მიხედვით პოტენციური სამხედრო დანაშაული მზადდება 3 მილიონიანი ქალაქის საარტილერიო ცეცხლით განადგურების სახით; მზადება პრაქტიკულად დასრულებულია, ბოლო ფაზაშია და ამ ფონზე არცერთი ქმედითი პრევენციული მოქმედება არ განუხორციელებია დასავლეთს; უბრალოდ, ფინანსური სანქციაც კი არ დაუწესებია აგრესორისათვის. ისიც კი არ უთქვამთ, რომ ე.წ. თავისუფალი სამყარო არ და ვერ დაუშვებს 3 მილიონიანი მშვიდობიანი ქალაქის ცეცხლით განადგურებას და რომ აგრესიის დაწყების შემთხვევაში კიევის ცა მთლიანად გადაფარული იქნება დასავლური ავიაციითა და ანტისარაკეტო სისტემებით.
მსოფლიო პირდაღებული უყურებს პათოლოგი შანტაჟისტის სადისტურ თამაშს და მხოლოდ ვიშვიშებს. შესანიშნავი მაგალითია ირანისათვის, ყველა ჯურის ტერორისტისათვის. ომი პრაქტიკულად უკვე დასრულებულია. ბევრად უფრო გამანადგურებელი ფსიქოლოგიური ომი, ვიდრე ეს რაკეტების სროლით მოხდებოდა. ხვალინდელი მსოფლიო ბევრად უფრო საშიში გახდა. უკვე გახდა.“
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved