• რეკლამა
  • კონტაქტი
19:15, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჰგონიათ, მოდელობა ქმარმა ამიკრძალა, მაგრამ ასე არ არის..”-ანა კოშაძე

ალია ავტორი - ალია
14:05 02-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
417

2000-იანების პოპულარული მოდელი, ანა კოშაძე, 10 წელზე მეტია პოდიუმზე აღარ გამოსულა. 18 წლის ასაკში გათხოვდა და სამოდელო სფეროდან გაქრა. ის ბიზნესმენ ტოტო, იგივე ტოშკა, კვარაცხელიას ცოლი და ორი გოგონას დედაა, ხოლო მის სამსახურებრივ სტატუსს ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის პიარმენეჯერი ჰქვია. ,,სარკესთან” ინტერვიუში პოპულარული ლამაზმანი თავის ცხოვრებაზე ყვება:

-მოდელობას ჩემთვის კარგის მეტი არაფერი მოუტანია, მაგრამ არ მწყდება გული, რომ პოდიუმზე დიდხანს არ დავრჩი ან საკუთარი ძალები საზღვარგარეთ არ მოვსინჯე. შეიძლება საქართველოში ვიყავი პოპულარული მოდელი, მაგრამ იმ პარამეტრებით, რაც მქონდა, გამიჭირდებოდა, საზღვარგარეთ კონკურენციაში თავი დამემკვიდრებინა.

– სამაგიეროდ, როცა ამბობდნენ, ქართველი ლამაზმანები პოდიუმზე იმიტომ ადიან, რომ კარგად გათხოვდნენო, თქვენს შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა.

– ჩვენი სიყვარულის ისტორიაში სამოდელო სფერომ დიდი როლი ითამაშა, ტოშამ პირველად პოდიუმზე მნახა და ყველაფერი აქედან დაიწყო.

– 18 წლის ასაკში გათხოვებამ გაამართლა?

_არ ვისურვებდი, რომ ჩემი ქალიშვილებიც 18 წლის ასაკში გათხოვდნენ. უბრალოდ, გამიმართლა, რომ ასეთ ადამიანს დავუკავშირე ბედი. ტოშკამ შემიწყო ხელი, მეპოვა ჩემი პროფესია და ჩემი ადგილი ცხოვრებაში.

ჰგონიათ, მოდელობა ქმარმა ამიკრძალა, მაგრამ ასე არ არის. გათხოვების შემდეგაც გამოვიდოდი პოდიუმზე, უბრალოდ მერე თავისთავად დალაგდა პრიორიტეტები.

– ცხოვრების ყველაზე მწარე გაკვეთილად რა გახსენდებათ?

–დედაჩემის გარდაცვალება. როცა მივხვდი, რომ არ შეიძლება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გადადო ხვალინდელი დღისთვის.

– დედასთან ურთიერთობაში რამეს ნანობთ?

– ვნანობ, რომ, როცა დედა ავად იყო, იმ პერიოდში ძალიან ბევრს ვმუშაობდი და მეტი დრო ვერ დავუთმე. მასთან ცოტა დროს არ ვატარებდი, მაგრამ ალბათ უფრო მეტი იყო საჭირო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved