უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან რუსულმა სპეცსამსახურებმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმეს – ინფორმაცია უწყებამ Twitter-ზე გაავრცელა.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დანაღმულია რამდენიმე სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი დონეცკში, მათი შემდგომი აფეთქების მიზნით.
კომენტარები