უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ 17 თებერვლის საღამოს მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება 47-ჯერ დაარღვიეს. მათგან 38 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებით.
ოფიციალური ცნობებით, დაშავებულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე. გენერალი განცხადებაში აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით, რუსეთი უკრაინას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
“ოფიცილური განცხადებით: უკრაინის შეარაღებული ძალები სტაბილურად იცავენ მინსკის შეთანხმებას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და არ გეგმავენ შეტევით ოპერაციებს ან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას. ჩვენ მოქმედებებს თავდაცვითი ხასიათი აქვს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მისივე თქმით, ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება ადამიანებს ან ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მიადგეთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პროვოკაციაა. მთავარსარდალი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
კომენტარები