• რეკლამა
  • კონტაქტი
01:59, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ არხზე “შავი სიები” და ცენზურა იყო, იმედა დარსალია რას უცდიდა ორი წელი?” – ეკა შონია

ალია ავტორი - ალია
23:34 02-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
393

საზოგადოებრივი არხის თანამშრომელი, პროდიუსერი, ეკა შონია, იმედა დარსალიას განცხადებებს ეხმაურება და წერს:

“თავისუფლების და დემოკრატიის სახელს ამოფარებულმა ე.წ ჟურნალისტებმა შავი სიები და ცენზურაა პირველ არხზეო. თანაც, თურმე, ალტ-ინფო გვმართავს და გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ, რომელი გადაცემა უნდა დაიხუროს და რომელი გაიხსნას. ასეთ სისულელეს რომ აკადრებ კოლეგებს, ჯერ თავად მაინც უნდა გჯეროდეს, ვიდრე სხვას დააჯერებ. პირველ არხზე თავისუფალი ადამიანები მუშაობენ, რომლებზეც ვერც ალტ-ინფო მოახდენს გავლენას და ვერც უნიჭო და იაფასიანი შანტაჟი.

ახლა რაც შეეხება „ახალ კვირას“, რომელიც წლების წინ ჩემი ინიციატივით და ჩემი სრული ჩართულობით დაიბადა და ბატონი იმედა დარსალიაც მე მოვიყვანე – ეს გადაცემა არასდროს არავის საავტორო პროექტი არ ყოფილა და ამის დაჩემება არის დიდი სიცრუე და კიდევ უფრო დიდი სირცხვილი.

„ახალი კვირაში“ რეპორტაჟებს ამზადებდნენ ჟურნალისტები, ხოლო იმედა დარსალია, წარადგენდა ამ რეპორტაჟებს. რა თქმა უნდა, გადაცემა არ დახურულა, პირიქით შეიცვალა და გაფართოვდა მისი ფორმატი და გადავწყვიტეთ, რომ გადაცემებს მორიგეობით თავად წაიყვანენ ის ჟურნალისტები, რომლებიც რეპორტაჟებს მოამზადებენ. ნაცვლად ერთისა, გადაცემას წაიყვანს ორი ან სამი ჟურნალისტი. ეს იცის ჯგუფის ყველა წევრმა, მათ შორის იმედა დარსალიამაც, რომელსაც შევთავაზეთ ზუსტად ის პირობები რაც ყველა სხვა მის კოლეგას. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მზადება და გადაცემა უახლოეს ხანში გავა ეთერში.

გარდა ამისა, მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე გადაცემის ფორმატის ცვლა, რაც ჩვეულებრივი ამბავია ტელევიზიაში, რომელიც მაყურებლის ინტერესს ემსახურება და არა ცალკეული პიროვნებების ამბიციებს. წამყვანები იცვლებიან, გადაცემები ფორმატებს იცვლიან – ვისაც ტელევიზიასთან ჰქონია საქმე, ეს ელემენტარული ჭეშმარიტება კი უნდა იცოდეს.

რაც შეეხება ბრალდებას ე.წ. “შავი სიების” შესახებ, რასაც, თურმე, ბატონი იმედა დარსალია ორი წლის განმავლობაში გულში ატარებდა. ეს ცდება რიგითი არაკეთილსინდისიერების ფარგლებს, პირადი ურთიერთობების და კოლეგიალობის ყველა წითელ ხაზს კვეთს და არხის ყველა თანამშრომელს აყენებს შეურაცხყოფას. აქ ადამიანები დღე და ღამეს ასწორებენ, რომ მაყურებლამდე მიუკერძოებელი ინფორმაცია მიიტანონ და ყველა ხედავს, არხი არც პარტიული და არც ვინმესგან მართული ტელევიზიაა და თუ არხზე “შავი სიები” და ცენზურა იყო და ამის შესახებ დარსალია ორი წელი დუმდა, საინტერესოა, რას უცდიდა და ამაზე მნიშვნელოვანს რას უყვებოდა მაყურებელს?! თუმცა, ვითარებას ისეთი პირი უჩანს, რომ ბატონი დარსალია კიდევ დიდხანს შეინახავდა “შავი სიების” საიდუმლოს, თუ ამბიციას დავუკმაყოფილებდით და გადაცემის წაყვანას მარტო გააგრძელებდა, ხოლო როცა კოლეგებთან ერთად შესთავაზეს გადაცემის წაყვანა, მაშინვე გაახსენდა, რომ ცეზურით და “შავი სიებით” ტანჯავდნენ.

რა გაეწყობა, ვისაც აწყობს, რომ ასეთი იაფასიანი ტყუილები აჟიოტაჟის ასატეხად გამოიყენოს, ასევე გააგრძელებს, მაგრამ გული უნდა დავწყვიტოთ და ვუთხრათ, რომ ასეთ უღირს შანტაჟს არ ვექვემდებარებით.”

ამას პირველად ვამბობ,  იყო „შავი სიები“ – “ახალი კვირის” ყოფილმა წამყვანმა  “ტვ პირველის” ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved