• რეკლამა
  • კონტაქტი
11:26, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლუგანსკის რეგიონში ვითარება დაიძაბა, ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს

ალია ავტორი - ალია
17:18 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

ლუგანსკის რეგიონში ვითარება დაიძაბა, რუსმა ოკუპანტებმა გაზსადენი დააზიანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  დაბომბვის შესახებ პირველი ინფორმაცია დილის ორ საათზე გაჩნდა ლუგანსკას რაიონის სოფლებში.  გავრცელდა ცნობები სხვა სოფლებში დაბომბვის შესახებაც. ზოგიერთ რაიონში ბრძოლა ისმოდა დაახლოებით 11 დღის განმავლობაში. მშვიდობიანი მოსახლეობა სარდაფებშია მოთავსებული”, – წერს UNIAN-ი.

“პირველი ინფორმაცია სროლის დაწყების შესახებ ღამის 2 საათისთვის მოვიდა ლუგანსკის რეგიონის სოფლებიდან. მოქმედებები დილითაც გაგრძელდა. საუბარია მძიმე ტექნიკის გამოყენებაზეც. ადგილობრივი მოსახლეობა სარდაფებში აფარებს თავს” – ამის შესახებ ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა ევგენი კაპლინმა “უნიანის” კორესპონდენტს მოუყვა.

მედია იუწყება, რომ უკრაინის სამხედრო ძალები მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ხელისუფლებამ ასევე გამოაქვეყნა სახლების სია, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბომბების თავშესაფრად ერთ-ერთ ქალაქში.

დღეს დაახლოებით 10:25 საათზე სოფელ ვრუბოვსკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დაბომბვა მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ჭურვი მოხვდა ვრუბოვსკის ლიცეუმს.

Фото Последствия обстрела Врубовки 17 февраля 2022

„დაბომბვის დროს ლიცეუმში 30 მოსწავლე და 14 თანამშრომელი იმყოფებოდა, 11:10 საათისთვის ლიცეუმის სარდაფში 8 სტუდენტი და 2 თანამშრომელია, დანარჩენი ბავშვები წაიყვანეს მშობლებმა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დაღუპულებისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ლუგანსკში საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ დიპლომატები უკრაინაში დარჩნენ, რადგან მათი საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

“ლუგანსკის ოლქში პრორუსული ძალების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო და დიპლომატები უკრაინაში დარჩნენ, მათი სადამკვირვებლო საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ცეცხლის შეწყვეტის ყველა დარღვევის აღრიცხვისთვის ეფექტური მექანიზმები გვჭირდება”, — წერს ის.

ცნობისათვის, 2019 წელს მინსკის ხელშეკრულების ფარგლებში აღნიშნული ზონიდან გაყვანილი იყო სამხედრო შენაერთები და მძიმე ტექნიკა. თუმცა, ამ მომენტისთვის ადგილზე საკონტროლო გამშვები პუნქტი მოქმედებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved