• რეკლამა
  • კონტაქტი
11:18, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

 ლონდონში პრინც ჩარლზის ფონდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ალია ავტორი - ალია
16:51 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

ლონდონის პოლიციამ გამოძიება დაიწყო დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, ჩარლზის საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაეხმარა თუ არა ფონდის ხელმძღვანელობა ერთ-ერთ დონორს, არაბ მილიარდერ მაჰფუზ მარეი მუბარაკ ბინ მაჰფუზს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებაში.

ლონდონის პოლიციის განმარტებით, საქმე აღძრულია სახელმწიფო ჯილდოების მიღებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების შესაძლო, ბოროტად გამოყენების გამო. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიების დაწყება გადაწყვიტა გასულ წელს გავრცელებული ცნობების შეფასების საფუძველზე.

საუბარია ბრიტანული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობებზე, რომ პრინც ჩარლზის ყოფილი პირადი თანაშემწე და მისი საქველმოქმედო ფონდის დირექტორი მაიკლ ფოსეტი საუდის არაბეთის მოქალაქეს, ბიზნესმენ მაჰფუზ მარეი მუბარაკ ბინ მაჰფუზს დაეხმარა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებაში, შემდეგ კი, კონფიდენციალური წერილით დაჰპირდა მოქალაქეობის მიღებაში დახმარებასაც. მაჰფუზმა ორდენი 2016 წელს მიიღო, ხოლო ფოსეტის წერილი, ბრიტანული გამოცემების თანახმად, 2017 წელსაა დაწერილი. თავად ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია. მაიკლ ფოსეტმა საქველმოქმედო ფონდის დირექტორის თანამდებობა 2021 წლის დეკემბერში დატოვა, ფონდმა კი განაცხადა, რომ შიდა გამოძიება დაიწყო.

ლონდონის პოლიციის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, საქველმოქმედო ფონდმა კომენტარზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს.

დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრინცმა ჩარლზმა არაფერი იცის იმის შესახებ, ფონდის საქმიანობის დაფინანსების სანაცვლოდ ვინმეს სთავაზობდნენ თუ არა ორდენს, ან მოქალაქეობას. პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარეა, თუმცა, მის ყოველდღიურ საქმიანობას არ ხელმძღვანელობს.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved