• რეკლამა
  • კონტაქტი
11:26, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იანვარში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა – „თელმიკო“ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
16:13 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა, რაც რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, – ამის შესახებ კომპანია „თელმიკოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ამჟამად შპს „თელმიკოში“ სემეკ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომისიების მხრიდან მიმდინარეობს შემოწმებები, რაც გამოწვეულია ქალაქ თბილისის მაცხოვრებელთა საჩივრებით ელექტროენერგიის ქვითრებზე ასახული გაზრდილი თანხების გამო. კომპანია მაქსიმალურ დახმარებას უწევს შემოწმების ფარგლებში და წარადგენს ყველა აუცილებელ ინფორმაციას. ინფორმაცია შედეგების შესახებ გამოქვეყნდება დამატებით შემოწმებების დასრულების შემდეგ.

შპს „თელმიკო“ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა თითოეულ აბონენტს განუმარტოს დარიცხვები. ქოლ-ცენტრი (ნომრები 23 5000 777 და 16700 ) მუშაობს 24 საათი დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო კლიენტთა მომსახურების ცენტრები – კვირაში 6 დღე.

ელექტროენერგიის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ასევე მიმართოს კომპანიას ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge, ჩვენი საიტიდან telmico.ge, Whatsapp +995 591 926578 და Facebook https://www.facebook.com telmicoLTD

იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა და ეს რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის:

  • ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადასვლა 2022 წლიდან და ამასთან დაკავშირებით მეორე ქვითრის გაგზავნა დეკემბრის მოხმარების ნაშთზე;
  • ცვლილებები სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში თბილისში, 2022 წლის იანვრიდან;
  • საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, დეპოზიტების აქტუალიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადრე რეგულარულად არღვევდნენ გადახდის ვადას;
  • იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვა.

შპს „თელმიკო“ მომხმარებელთა თითოეულ მომართვაზე ინდივიდუალურად მუშაობს. სს „თელასთან“ ერთად ხდება ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის რეგულარული შემოწმება და ანალიზი, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეძლევათ გადახდის გადავადების შესაძლებლობა, ხდება მხარდაჭერის სხვა ზომების მიღებაც.

გულწრფელად ვწუხვართ, რომ მომხდარმა ცვლილებებმა უხერხულობა გამოიწვია და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოუჩინოთ თითოეულ მომხმარებელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved