• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, შემცირდება მთავრობის ვალის მაჩვენებელი და ჩამოცდება მშპ-ს 48 პროცენტს – ფინანსთა მინისტრი

ალია ავტორი - ალია
15:39 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, შემცირდება მთავრობის ვალის მაჩვენებელი და ჩამოსცდება მშპ-ს 48 პროცენტს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა იმ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლის მიღწევაც დაგეგმილია მიმდინარე წელს.

„2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვაქვს მშპ-ს 4,4 პროცენტის დონეზე, თუმცა ვფიქრობთ, არსებული პროგნოზების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მისი შემცირება 4,1 პროცენტამდე. ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოსცდება მშპ-ს 48 პროცენტს. მნიშვნელოვანი პარამეტრია მთავრობის დანაზოგების მოცულობაც. აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდე მშპ-ს ხუთი პროცენტის ფარგლებში იყო. პანდემიის გავლენით, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი უარყოფითი გახდა, ხოლო 2021 წელს ერთ პროცენტზე ნაკლები შეადგინა. ეკონომიკური აღდგენის პარალელურად, 2022 წელს მთავრობის დანაზოგების დონე დაუახლოვდება პანდემიამდელ ნიშნულს და 4 პროცენტს გადააჭარბებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობის დანაზოგების ზრდა მაღალი მოცულობის კაპიტალური ხარჯების დაფინანსების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები 5,9 მილიარდ ლარს მიაღწევს, ხოლო მშპ-სთან მიმართებით 8,7 პროცენტი იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved